უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მარტი, 2017 13:10
font-size

რ2-ისთვის დავდე ყველაფერი, რაც შემეძლო და არ შემეძლო - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, გუშინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს, რომელიც არხის თანამშრომლებისთვის ტელეკომპანია „საქართველოს“ გადაცემას შეეხებოდა.

როგორც გვარამიამ Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, გუშინდელ ინიციატივაში უსასყიდლო გადმოცემაზე საუბარი არ ყოფილა.

„ერთადერთ და უკანასკნელ განცხადებას გავაკეთებ ამ თემაზე. რ2-ისთვის დავდე ყველაფერი, რაც შემეძლო და არ შემეძლო. მეც და გუნდმაც. ვინმესთვის რამის ახევა მდომოდა, ისე გავაკეთებდი, ვერავინ ვერც გაიგებდა და ვერც შემეწინააღმდეგებოდა .ივანიშვილთან თანამშრომლობა მდომოდა, ისე ავიღებდი ჯერ 5 და მერე გაზრდილ 10 მილიონიან "სტავკას" და უბრალოდ გავიწეოდი გვერდზე, საყვედურსაც ვერავინ მეტყოდა - უბრალოდ "დავიღლებოდი" და წავიდოდი ოჯახთან საზღვარგარეთ. ბოლო შემოთავაზებით, გაკოტრების განცხადებას შევიტანდი (რაც ამ წუთამდე უპრობლემოდ შემიძლია) და საჯარო აუქციონზე "ვინც საჭირო იყო, ის იყიდდა" რ2-ს, მე კი ჩემსას მივიღებდი. უმარტივესი გასაკეთებელი იყო ესეც.

ახლა ვერ ვისაუბრებ დეტალებზე და სრულ კონტექსტზე (ოდესმე ითქმება, ალბათ), მთავარს ვიტყვი მხოლოდ - სიტუაცია იმგვარია, რომ დამოუკიდებელი რ2 მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული ფორმით შეიძლება შენარჩუნდეს - კოლექტივის ხელში. თან იმგვარი კონსტრუქციით, რომ ვერც ბიძინას (პირველ რიგში) მიეყიდოს და ვერც სხვას, თუ ყველა ამაზე არ შევთანხმდით (რისი ალბათობაც ნულოვანია). რაც შეეხება აშკარად მესიჯბოქსურ "ქარხნები მუშებს" - ჩვენ უსასყიდლო გადმოცემაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ, ამ დეტალების განცხადებაში გამოტანა არ ჩავთვალეთ საჭიროდ. გმადლობთ, რომ გვიყურებთ“,-დაწერა გვარამიამ.

გუშინ, ძმებმა ყარამანიშვილებმა რუსთავი2-ის კოლექტივს არხის 40%-ანი წილის გადაცემის ინიციატივთ გამოვიდნენ.

თუმცა, როგორც ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე საპასუხოდ განაცხადა, ამჟამად, ყადაღის ქვეშ მყოფი 40%-იანი წილის გადმოცემა განუხორციელებელია, რადგან წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის, 9%-ის წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის თანხმობა.

ნიკა გვარამია ძმებ ყარამანიშვილებს შემხვედრი ინიციატივით მიმართა, რომ რუსთავი2-ის თანამშრომლებს საკუთრებაში ტელეკომპანია „საქართველო“ გადაეცეთ, რომლის მფლობელიც ძმები ყარამანიშვილები არიან.

მონიკა დავლიანიძ

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი