უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2020 17:15
font-size

რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? - რომან გოცირიძე

“რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? თუ ეს არ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კოალიციის შექმნა, აბა, ივანიშვილს ხომ არ დავტოვებთ ხელისუფლებაში?“, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„არ მგონია, რომ მთლად ზუსტად იქნა გაგებული ეს განცხადება. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი. კოალიციის გარეშე ხელისუფლებას აყალიბებს ის პარტია, რომელიც იმარჯვებს ცალკე და 51 პროცენტს იღებს. გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ზომით? არ დასჭირდება მას კოალიცია. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა და წინასაარჩევნოდ ჩვენი ტაქტიკა. რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? თუ ეს არ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კოალიციის შექმნა, აბა, ივანიშვილს ხომ არ დავტოვებთ ხელისუფლებაში?“, – აღნიშნა გოცირიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების შეფასებას სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, გოცირიძის განცხადებით, ახლა „ზედმეტი კინკლაობა „ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს”.

„არ მგონია, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ოპოზიციურ ფლანგზე ვნებათაღელვა საარჩევნო სტრატეგიის სასურველი მიმართულება იყოს. არ არის ჩვენი სამიზნე ჩვენი კონკურენტები. დიახ, პარტიები დღეს საარჩევნო პროცესში არიან კონკურენტები, მაგრამ ხვალ ეს პარტიები იქნებიან პარტნიორები ახალ მთავრობაში. ზედმეტი კინკლაობა „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხად რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართა.

სააკაშვილის თქმით, თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. თუმცა, მისივე განმარტებით, ვინაიდან ერთიანი სია არ შედგა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.

გარდა ამისა, სააკაშვილის განმარტებით, სასურველია, ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება „ნაციონალური მოძრაობის“ და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, „წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისკენ“.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ