უახლესი ამბები
არქივი
მოზაიკა


რა არის I-Cash და როგორ ეხმარება ბიზნესებს?
I-Cash არის ქლაუდზე დაფუძნებული უმაღლესი ხარისხის სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისთვის. იგი შედგება ორი მოდულისგან: ერთი გახლავთ ონლაინ პროგრამა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ გქონდეთ წვდომა კომერციულ ოპერაციებზე, ხოლო მეორე მოდული ესაა სავაჭრო პროგრამა, რომელიც მუშაობს Windows-სა და Android ოპერაციულ სისტემებზე. იგი უკავშირდება სალარო აპარატს.
თუ გსურთ მარაგების კონტროლი, ანგარიშსწორება, დოკუმენტაციის წარმოება და მცირე ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები უფრო მარტივი და სწრაფი გახადოთ, საწყობისა და მაღაზიის პროგრამა I-Cash საუკეთესო გამოსავალია. ვინაიდან პროგრამა ქლაუდზეა დაფუძნებული, მასში შეყვანილი მთელი ინფორმაცია ციფრულდება და იტვირთება ვირტუალურ სერვერზე, რის გამოც დოკუმენტაცია უკვე აღარ იკავებს ადგილს თქვენს კომპიუტერში. მასზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტი გექნებათ.
„აი-ქეშის“ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით გექნებათ სრული კონტროლი კომერციულ ოპერაციებზე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომების რისკს. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით თქვენ ზოგავთ ფულსა და დროს, რადგან კონტროლის მექანიზმისთვის აღარ გჭირდებათ დამატებითი ადამიანური თუ ტექნოლოგიური რესურსის მობილიზება.
„აი-ქეში“ სავაჭრო ორგანიზაციებს სთავაზობს მათზე მორგებულ პროგრამას „აი-ქეშ რითეილს“, კვების ობიექტებს კი - „აი-ქეშ კაფე-რესტორნებს“.
ორივე პროგრამული უზრუნველყოფა გიმარტივებთ ბიზნესის პროცესების ეფექტურად მართვას, რადგან თქვენ აღარ გიწევთ ცალკეული ინფორმაციის ამოსაღებად საათების დახარჯვა და ინფორმაციის Excel-ის ფაილებში ძებნა. I-Cash ასევე უზრუნველყოფს პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, საწყობში არსებული პროდუქციის ვადის კონტროლს და.ა.შ.
როგორ უნდა შეიძინოთ I-Cash პროგრამული უზრუნველყოფა?
„აი-ქეშის“ შესაძენად უნდა დარეკოთ ნომერზე (032) 2 500 225 და მოითხოვოთ და მისი დაინსტალირება, რის შემდეგაც კომპანიის გუნდი დაგეხმარებათ, მარტივად შეისწავლოთ პროგრამა და დაიწყოთ მისი გამოყენება. ინსტალაცია და პირველადი ტრენინგი უფასოა. გარდა ამისა, პირველი ერთი თვე ყოველგვარი გადასახადის გარეშეა შესაძლებელი „აი-ქეშით“ სარგებლობა. შემდეგ კი თვეში მხოლოდ 50 ლარიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენზე მორგებული დაცული სავაჭრო პროგრამით.
პროგრამა გამოირჩევა მარტივი ინტერფეისით, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი გამოყენება ძალიან კომფორტულია. თუ რაიმე შეფერხება გექნებათ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ „აი-ქეშის“ გუნდს.

თბილისში თომას ანდერსის კონცერტი გაიმართა
9 მარტი, 2023 , 11:18

სამედიცინო მაღაზია “ახალი ხედვის” ორთოპედიული პროდუქტები
1 მარტი, 2023 , 11:02

როგორ გადავიხადოთ ჯარიმები თიბისი ფეიზე
1 მარტი, 2023 , 10:15

საბაუნის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა წამყვან უნივერსიტეტებში
3 თებერვალი, 2023 , 11:39

ახალი ხედვის ორთოპედიული მაღაზიები თბილისსა და რეგიონებში
3 თებერვალი, 2023 , 09:01

წელის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
3 თებერვალი, 2023 , 08:51