უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2020 11:35
font-size

რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! - გიგა ბოკერია

„რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ ამის შეტყობინების საჯაროდ ან არასაჯაროდ უამრავი გზა არის,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ჩვენ ჩვენი წინადადება ვუთხარით. ბოლო წინადადება იყო, რომ ისეთი ბალანსი უნდა იყოს, რომ 40%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პირველ ადგილას გასულ პარტიას, რომ ჰქონდეს შანსი უმრავლესობის. ეს წინადადება მიიღეს და ამის შემდეგ ჩაშალეს მოლაპარაკებები. თქვეს, რომ არაფერი არ გვაინტერესებსო და გააგრძელეს პოლიტიკური რეპრესიები, დაიჭირეს გიგი უგულავა. მე არ მაქვს ჯერჯერობით ნიშნები, რომ გონს მოეგნენ.

რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ ამის შეტყობინების საჯაროდ ან არასაჯაროდ უამრავი გზა არის და ეს რაღაც ჩაციკვლა- პიარი კლასიკურ სტილში, რომ ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართო, ამას ვინ ჭამს?!

მოლაპარაკებები რომ სდომოდათ, უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ გონივრული კომპრომისით და რეპრესიები არ უნდა დაეწყოთ. ამიტომ თუ გარე წნეხის და რაც მთავარია შიგნით საზოგადოების წნეხის შედეგად, მოხდა ასეთი კარგი რამ, რომ ივანიშვილი მოეგო გონს, ჩვენ მზად ვართ, რომ მოქნილები ვიყოთ, რათა ნორმალური ვითარება იყოს. ჩვენი თვითმიზანი არ არის კონფრონტაცია. მისი დამარცხებაა ქვეყნის ეროვნული ამოცანა. რაც უფრო ნორმალურ ვითარებაში მოხდება ეს, მით უფრო ნაკლები ზიანი მიადგება ქვეყანას,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`