უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ივნისი, 2020 17:15
font-size

რა დროს პრემიერობაზეა საუბარი - რომან გოცირიძე

“რა დროს პრემიერობაზეა საუბარი, რომელი პრემიერ-მინისტრები, ხალხს შია და ათასი სხვა პირველი ამოცანის საკითხებია გადასაჭრელი ქვეყანაში, მათ შორის პარტიების მიერ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ოპოზიციაში, რომელიც არის ძალიან განსხვავებული, მაგრამ რომელმაც მიაღწია ისტორიულ გამარჯვებას, შეძლო ერთ მაგიდასთან დაჯდომა, კონსტიტუციის შეცვლა და ნაწილობრივ გაუმჯობესება საარჩევნო სისტემის, ეს არის ერთიანობის შედეგი და ოპოზიციაში ისეთი საკითხები უნდა იყოს განხილული, რომლებიც ერთმანეთს აახლოებს და გვერდი ავუაროთ ისეთ საკითხებს, რომლებიც ოპოზიციაში წარმოშობს წინააღმდეგობას.

რა დროს პრემიერობაზეა საუბარი, რომელი პრემიერ-მინისტრები, ხალხს შია და ათასი სხვა პირველი ამოცანის საკითხებია გადასაჭრელი ქვეყანაში, მათ შორის პარტიების მიერ“,- განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრემიერ-მინისტრობის ან მინისტრობის ე.წ. ფარული კაბინეტის შესახებ მსჯელობა არასდროს არ ყოფილა.

ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, ხელოვნურად აგორებული, რომელიც ჩაცხრება ძალიან მალე, არავინ მსჯელობს დღეს სკამების განაწილებაზე“,- განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არც მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით არის მიღებული.

„ესა თუ ის პარტია, თუ საარჩევნო ბლოკი არჩევნებში გავა ფარული კაბინეტით მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრით, თუ მის გარეშე, ეს იქნება დამოკიდებული საარჩევნო ტაქტიკაზე და ეს გამოჩნდება სამომავლოდ. შეიძლება ეს უკეთესიც იყოს, შეიძლება – უარესიც, ამიტომ დღეს ამაზე საუბარი აბსოლუტურად უდროოა. არასდროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომელიმე კანდიდატის შესახებ მსჯელობა ამა თუ იმ პოსტზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არ ყოფილა, ეს არ არის დროული და ოპოზიციამ შეძლო მთავარი რამ, გაერთიანდა ისეთ საკითხზე, სადაც იყო კონსენსუსი ყველა პარტიაში“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის შეფასებით, დღეს უნდა კონცენტრირდნენ არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ კოალიციური ხელისუფლების ფორმირებაზე.

„შეუძლებელია, რომ ასეთი ჭრელი ოპოზიციური სპექტრის პირობებში ყველა საკითხზე შევთანხმდიეთ. დღეს მთავარი კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ კოალიციური ხელისუფლების ფორმირებაზე. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ყველანი მხარს დაუჭერენ სულ მცირე მეორე ტურში ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს. ძალიან კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით ცალკეულ ოლქებში მაინც საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე, მაგრამ ისიც გვესმის, რომ მხოლოდ ერთი ან ორი მაჟორიტარი კანდიდატის წამოყენება და ყველა ოლქში არა, ბუნებრივია, რომ დააზიანებს ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სიას პროპორციული არჩევნების კუთხით. აბსულუტურად გასაგებია „ლელოს“ პოზიცია, რომელიც აყენებს ყველა ოლქში, ვინაიდან ახალი პარტიაა და მას სჭირდება როგორც მაჟორიტარებზე, ასევე თავის პროპორციულ სიაზე მუშაობა. ჩვენ ვიცით არაერთი პარტია, რომელიც ასევე აპირებს ყველგან დაყენებას.

თუ კი მოხერხდა თუნდაც რამდენიმე ოლქში შეთანხმება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოხერხდა, ესეც არ არის პრობლემა, ვინაიდან ვთანხმდებით ერთ რამეზე, „ქართული ოცნება“ იცვლება ყველა პარტიის კოლექტიური ენერგიით და შემდეგ კოლიციურ ხელისუფლებაში ერთად აყალიბებენ ახალ, დემოკრატიულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ამ საშინელი კრიზისიდან გამოიყვანს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

6 ივლისი, 2020 , 15:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართვე

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

6 ივლისი, 2020 , 08:38

საქართველოს 6 ივლისს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამ

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

5 ივლისი, 2020 , 10:35

საქართველოს 6 ივლისს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამ

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას - შალვა ნათელაშვილი

4 ივლისი, 2020 , 15:10

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორ

„ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის - გიორგი კანდელაკი

3 ივლისი, 2020 , 16:55

“რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით,

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 15:20

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე