უკან

მოზაიკა

13 აგვისტო, 2018 11:53
font-size

რა ელოდება 19 აგვისტოს ბახმაროს სტუმრებს _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთ

წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს “წყალი მარგებლის“ ორგანიზებით 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში „ბახმაროს თასი 2018“ - ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ და რომელიც 13 საათზე დაიწყება.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.


კომპანია „წყალი მარგებელისა“ და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი მოეწყობა, ღონისძიებისთვის წყაროს წყალმა “ბახმარომ” სპეციალური საპრიზო ფონდი დააწესა, ხოლო ბახმაროს თასის პარტნიორი “ართთაიმი” გამარჯვებულებს ბრენდების „Tissot” და “Swatch” საათებს გადასცემს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებს გაეცნობიან.

დოღის დაწყებამდე გაიმართება საზეიმო სვლა. კომპანია „წყალი მარგებელი“ მონაწილეებსა და სტუმრებს საინტერესო სანახაობასა და უამრავ საჩუქარს ჰპირდება.

წელს კომპანია სს "წყალი მარგებელი" ღონისძიებას ორგანიზებულ ფორმას მისცემს და შესაბამისად ხელს შეუწყობს უნიკალური კურორტი ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას.

ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“, ასევე პარტნიორები არიან შვეიცარული საათების კომპანია „ართთაიმი“, „გურია ნიუსი“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

აღნიშნული ღონისძიებების დასრულების შემდეგ კი, 17 საათზე, მზის ჩასავალ გორაზე დაიწყება პირველი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ტარდება check in georgia -სა და ევროკავშირის პროექტის, " მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთის" ფარგლებში. #checkingeorgia

ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Post _ ალიონი და მედიასახლი „გურია ნიუსი“. გენერალური სპონსორი კი „წყალი მარგებელი“.

ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი.

დიჯეები: SUMO, WCAN და ანი ANI.

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სიურპრიზიც ელოდებათ _ მსმენელისთვის ყველაზე ცნობილი ცნობილი გურული DJ დაუკრავს.

ბახმაროს პირველის მუსიკალური ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია „კლიპ არტი“.

NS

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი