პოლიტიკა


რა ეწყინა მიხეილ სააკაშვილისგან გიგი უგულავა
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, იგი არც საპატიმროში შესვლის, არც იქ ყოფნის და არც ციხიდან გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილზე გაბრაზებული არ ყოფილა.
ამის შესახებ უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, უგულავას განცხადებებიდან, მისი განწყობიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება რომ ის მიხეილ სააკაშვილზეა გაბრაზებული.
უგულავას თქმით, ერთადერთი რაც მას მიხეილ სააკაშვილისგან ადამიანურად ეწყინა, იყო ის, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების დაშლა ცივილიზებულად მომხდარიყო, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე.
„მე არც დღეს არ ვარ სააკაშვილზე გაბრაზებული, არც შესვლის დროს ვიყავი, პერსონალური აქ არაფერი არ არის. ნებისმიერი პატიმარი გეტყვით ამას, მთელი პერიოდი როდესაც ციხეში ხარ ცდილობ ერთ რამეს, რომ როდესაც გამოხვალ იქნები ცხოვრებაზე დაბოღმილი, დაგეშილი, თუ პირიქით, იქნები ისეთი, რომელიც ბევრ რამეს გადახარშავ და არ დაიწყებ ბრაზის კულტივაციას შენში. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ცუდი. არ დაგიმალავთ ნებისმიერ ადამინს აქვს ეს ჭიდილი. მაგრამ მე აბსოლუტურად არ გამოვსულვარ არანაირი ბრაზით. პირიქით, გულისტკივილით გამოვედი. ერთადერთი რაც მე ადამიანურად მეწყინა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო ეს დაშორება გაეკეთებინა ადამიანურად, ცივილიზებულად. ბავშვი არ ვარ, სულელი არ ვარ, ძალიან კარაგად ვხედავდი, რომ ამ კოკას ვეღარ გაამთელებდი, მაგრამ ერთდერთი თხოვნა რაც მქონდა ნებისმიერ იმ ადამიანებთან ვინც ცალ-ცალკე იდგა, მათ შორის მიშასთანაც, რომელთანაც კომუნიკაცია სამწუხაროდ გამიჭირდა, ერადერთი - გააკეთე ეს ცივილიზებულად. ეს ბალაგანი არ იყო საჭირო. ეს იყო დამამცირებელი, დამანგრეველი თვითონ პარტიისთვის“,-აღნიშნა უგულავამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა
7 დეკემბერი, 2019 , 15:45

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
6 დეკემბერი, 2019 , 17:20

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“
6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი
6 დეკემბერი, 2019 , 14:06