უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 ოქტომბერი, 2018 17:30
font-size

რა ფორმით მოხდა 4 მილიონის გატანა `თიბისი` ბანკიდან - მედიაში ფოტომასალა და ოფიციალურ დოკუმენტები ვრცელდება

,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მედიაში ფოტომასალა და ოფიციალური დოკუმენტაცია ვრცელდება, რომლითაც დასტურდება ,,თიბისი“ ბანკიდან მისი კუთვნილი 4 მილიონი გატანის ფაქტი.

თანხის განაღდების პროცედურებს იმჟამინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე კურირებდნენ.

გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი, რომელიც თიბისი ბანკის დარბაზში ზის და სწორედ ამ თაბხას ელოდება წყაროს ინფორმაციით. გარდა ამისა, გავრცელებულია ბანკის გარე პერიმეტრზე გადაღებული ფოტო, სადაც უკვე მიმდინარეობს თანხის წართმევა, როგორც ზაზა ოქუაშვილმა აღნიშნა, სწორედ ფოტოზე ასახულ შავ ჯიპში იდო ის იარაღი, რომლის შესახებაც ოქუაშვილმა ლონდონიდან ისაუბრა და რომლის გამოყენებითაც წაიღეს დასახელებული 4 მილიონი.

აღნიშნული თანხის გადარიცხვას ასევე, ადასტურებს ის ქვითრები, რომლებიც ,,თიბისი ბანკშია“ გაცემული და რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი გადარიცხვისას მილიონი დოლარია გადარიცხული, მეორე გადარიცხვისას კი, 781 ათასი.

საქმე ეხება კომპანიას, რომელიც 2016 წლის 19 აპრილს დაფუძნდა და 21 აპრილს უკვე გადარიცხვა განხორციელდა. სწორედ ამ მიმართულებით აქვს პრეტენზია ,,ომეგა ჯგუფის“ გენერალურ მენეჯერს, რომელიც ,,იბერიასთან“ საუბარში ამბობს, რომ დარღვეული იყო კანონი და ის მთავარი რეგულაციები, რომელსაც ეროვნული ბანკი განსაზღვრავს. რეგულაციების თანახმად, ახლად დაფუძნებულ კომპანიას 24 საათშივე არ უნდა ჰქონოდა ამხელა თანხის განაღდების უფლება, რადგან ყველა ბანკს, მათ შორის თიბისის, კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ 90 დღის განმავლობაში ახლად დარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე განახორციელოს მონიტორინგი, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

,,3 რეგულაციით რეგულირდება ეს: ეს არის ეროვნული ბანკის რეგულაცია, ეს არის კომერციული ბანკების შესახებ კანონი და ეს არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს კანონის მოთხოვნა.

ამ სამივე რეგულაციის მიხედვით, კომპანია როდესაც გახსნის ანგარიშს, ნებისმიერი იურიდიული პირი ბანკში, ბანკი ვალდებული არის, რომ გადაამოწმოს ვინ არის ამ კომპანიის უკან. რეგისტრაციიდან პირველი 90 დღის განმავლობაში ნებისმიერი ტრანზაქცია ექვემდებარება ასეთ მონიტორინგსა და აუდიტს. 19 აპრილს მოხდა კომპანიის რეგისტრაცია და თანხის გატანა მოხდა 21 და 22 აპრილს. ახლა როდის არის ეს დოკუმენტი მისული? ერთი დოკუმენტი ეს არის სერთიფიკატი, რომლითაც დასტურდება რომ გაცემული არის 2016 წლის 28 აპრილს, როდესაც ფული უკვე გატანილი იყო, ანუ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ. მეორე დოკუმენტი - ასევე 2016 წლის 28 აპრილით თარიღდება. ამ თარიღებიდან გამომდინარე, ბანკს ვერანაირად ფიზიკურად ვერ ექნებოდა ეს დოკუმენტები, თანხის გაცემის მომენტში“, - აცხადებს ,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ლევან აღდგომელაშვილი.

ვრცელდება ასევე ხსენებული კომპანიის დაფუძნების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტი, რომელიც პანამაში, ოფშორში დარეგისტრირდა. თუმცა, არსებულ დოკუმენტაციაში არ ჩანს, თუ ვინ დგას ამ კომპანიის უკან. ეს ის ფაქტორია, რომლითაც უნდა დაინტერესებულიყო თიბისი ბანკი ამ შემთხვევაში.

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერი, 2024 , 14:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა

22 ნოემბერი, 2024 , 12:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრც

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

22 ნოემბერი, 2024 , 11:01

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება. ახალგაზრდას ბრ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარ

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 10:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

20 ნოემბერი, 2024 , 15:55

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო - ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.  პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არ