უკან

პოლიტიკა

21 აგვისტო, 2018 17:00
font-size

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ჩემთვის სრულიად მისაღები იქნება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოთმინებით და იმედით ელოდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაუჭერს თუ არა მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.

მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, მისთვის სრულიად მისაღები იქნება.

„არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ რამის გამო თავს იკავებს. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ მსჯელობს ამ საკითხზე, რაც ძალიან ნორმალური და ბუნებრივია. არავის არაფერი ეჩქარება. მე ძალიან დიდი მოთმინებით და იმედით ველოდები მათ გადაწყვეტილებას. სრულიად ბუნებრივია ეს მსჯელობა უმრავლესობისთვის. თვითონ გადაწყვეტენ კანდიდატებიდან რომელს უნდა დაუჭირონ მხარი. ამაში მე ვერც უხერხულობას და ვერც პრობლემას ვერ ვხედავ.

ძალიან მშვიდად ვაგრძელებ კამპანიას, ხელმოწერების შეგროვებას და არ მაქვს არანაირი ეჭვის მომენტი. როგორიც იქნება მათი გადაწყვეტილება, ჩემთვის იქნება მისაღები“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა -ეკა ბესელია

13 ნოემბერი, 2018 , 22:10

ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგე

აბსურდული მოსაზრებები, ისეთი როგორიც არის 400- ლარიანი პენსია, და. ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას - ფინანსთა მინისტრი

13 ნოემბერი, 2018 , 17:45

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აბსურდული დაპირებების გაცემა, როგორიცაა 400-ლარიანი პენსია, და ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის განვითარებას. ამის შესახებ მინისტრმა 2019 წლის

ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში - ივანე მაჭავარიანი

13 ნოემბერი, 2018 , 17:20

„მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტსა და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენი

კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც „ინტერის“ ფეხბურთელებს - ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძისთვის „ინტერის“ ფორმა მიიტანა

13 ნოემბერი, 2018 , 17:20

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერისთვის კახა კალაძისთვის მილანის „ინტერის“ ფორმა მიიტანა. ხაბეიშვილის განმარტებით, კა

25-ში თემირლანის დაბადების დღე მოდის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე იქნება - მალხაზ მაჩალიკაშვილი

13 ნოემბერი, 2018 , 16:55

შვილმოკლული მამების აქციები რუსთაველის გამზირზე გრძელდება. ადგილზე 15-მდე კარავი კვლავაც გაშლილია. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. აქციას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის

„ევროპული საქართველო” სუს-ის ჩანერგილი თუ სუსტი ნებისყოფის მქონე პირებისგან რომ თავისუფლდება, კარგი და მისასალმებელია - ოთარ კახიძე

13 ნოემბერი, 2018 , 16:00

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის მტკიცებით, „ევროპული საქართველოს“ წევრები პარტიის ვარკეთილის ორგანიზაციიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეგავლენით წავიდნენ. მისივე თქმ