უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 დეკემბერი, 2017 16:00
font-size

რა გაუმჯობესებულა და რა არა საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით - სახალხო დამცველის შეფასება

სახალხო დამცველმა შეაჯამა მიმდინარე წელს ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მიღწევები და პრობლემები. მისი ანგარიშის თანახმად, გაუმჯობესდა სიტუაცია ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის რატიფიცირებით, ასევე დადებითი ნაბიჯია მიღებული კანონმდებლობა შვილად აყვანის შესახებ და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტების დამტკიცება.

ომბუდსმენის ანგარიშით, შემცირდა ძალადობა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, თუმცა წინა წლის საქმეები კვლავ გამოუძიებელია.

სიტუაცია არ გაუმჯობესებულა შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე სასამართლო სისტემაში. სახალხო დამცველმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ დღემდე არაა გამოძიებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის საქმე.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის, 10 დეკემბრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო 1948 წლიდან აღნიშნავს.

„4 წლის წინ, 2013 წლის 10 დეკემბერს საფუძველი ჩავუყარეთ ტრადიციას - ყოველი წლის დეკემბერში შეგვეჯამებინა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა ქვეყანაში. დღეს ამ ანგარიშს მეოთხედ წარმოგიდგენთ და ვიმედოვნებ, რომ ამ ტრადიციას გააგრძელებს ახალი სახალხო დამცველი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ღონისძიების გახსნაზე.

სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ასახულია მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები და პრობლემები, რომელთა დაძლევის გარეშე შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძირითადი პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის რატიფიცირებაა, რითაც სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი; ასევე, დაამტკიცა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტები.

მიმდინარე წელს რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ძალადობის შემთხვევები შემცირდა, თუმცა გასული წლების საქმეები უმეტესწილად კვლავ გამოუძიებელია; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ბილინგვური მოდელი დანერგა; ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია მშვიდობიანი შეკრებების დარბევას ან არაპროპორციული ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა მთელი რიგი მიმართულებებით არ გაუმჯობესებულა. თავისი კონსტიტუციური მანდატის განხორციელებისას, სახალხო დამცველი არაერთხელ გახდა მაღალი თანამდებობის პირთა თავდასხმის ობიექტი, რაც ინსტიტუტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაში გადაიზარდა; სახალხო დამცველის რწმუნებულებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიაწოდეს ინფორმაცია თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის მონაწილეების ადგილსამყოფელის შესახებ; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ არ გაითვალისწინა ფუნდამენტური მნიშვნელობის – შრომითი უფლებების დაცვისთვის ქმედითი სახელმწიფო ზედამხედველობის და არც სამართალდამცავთა მიერ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი. გაზრდილია დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა შესახებ საჩივრების რაოდენობა.

კვლავ არ შექმნილა უსაფრთხოების სისტემების სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმი. კვლავ გამოწვევად დარჩა სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. ხარვეზები ნათლად წარმოაჩინა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმემ, რომლის გამოძიების და სასამართლო განხილვის ეტაპები მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.

გამოძიების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ არ გაქარწყლებულა ეჭვი, რომ საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა ან გულგრილად მოეკიდა აფგან მუხთარლის გაუჩინარებას. ხელისუფლებამ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფ თურქ მასწავლებელს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც სახალხო დამცველის შეფასებით, თურქეთის რესპუბლიკისთვის გადაცემის შემთხვევაში, შეიძლება არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

2017 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის შესახებ ანგარიში 31 თავისგან შედგება და სახალხო დამცველის წლიური საპარლამენტო ანგარიშის მსგავსად ქვეყანაში არსებულ თითქმის ყველა პრობლემურ სფეროს შეეხება. დოკუმენტში განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში, თავდაცვის სფეროში; საუბარია არასათანადო მოპყრობასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე.

ანგარიშში იხილავთ ინფორმაციას რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე. გაანალიზებულია გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის საკითხები, ასევე თანასწორობის უფლება და მისი დაცვის ხარვეზები. მიმოხილულია საკუთრების, კულტურული მემკვიდრეობის, შრომის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების და ჯანდაცვის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება. ცალ–ცალკე თავები ეთმობა მოწყვლადი ჯგუფების (ბავშვთა, ქალთა, ლგბტიქ პირთა, შშმ პირთა, ხანდაზმულთა) უფლებრივ მდგომარეობას.

მოკლედ არის საუბარი სათანადო საცხოვრებლისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით არსებულ უფლებრივ მდგომარეობაზე. განხილულია დევნილთა, კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა, ეკომიგრანტთა, რეპატრიანტთა, უცხოელთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა. ასევე, წარმოდგენილია 2017 წელს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების მსვლელობის მონიტორინგი“, -ნათქვამია განცხადებაში.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

2 ივნისი, 2020 , 17:15

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია

2 ივნისი, 2020 , 16:50

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

2 ივნისი, 2020 , 16:21

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტე

გენერალურ პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისი, 2020 , 15:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გ

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

2 ივნისი, 2020 , 14:10

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს

“საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან” - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

2 ივნისი, 2020 , 12:57

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება. "ა.წ. 22 მაისს რადიო თავი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!