მოზაიკა


რა იწვევს ვარიკოზს?
ვარიკოზი ქრონიკული ვენური უკმარისობის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც ირღვევა ვენების სარქვლოვანი აპარატი და სისხლი უკუდინებას იწყებს. შედეგად, ვენის კედელი თხელდება და ვარიკოზული კვანძები გაგანიერებას იწყებს. დაავადების განვითარებაში უმნიშვნელოვანესს როლს გენეტიკა ასრულებს. მსოფლიოს სტატისტიკის მიხედვით დადასტურებულია, რომ თუ ორივე მშობელს ვარიკოზი აწუხებს, 90%-ით არსებობს ალბათობა, რომ შვილსაც განუვითარდება.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ დაავადებისკენ ქალები უფრო მიდრეკილები არიან (55%) ვიდრე მამაკაცები (45%). გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ვენების გაგანიერებაზე ჭარბ წონასა და უმოძრაო ცხოვრების წესს დიდი გავლენა აქვს. ამ დროს წვივების კუნთებზე დატვირთვა იზრდება, უმოქმედო მდგომარეობაში ყოფნისას კი ისინი ვენებს ვეღარ ეხმარებიან გულის მიმართულებით სისხლის გადასროლაში. შედეგად, ვენებში სისხლი გუბდება, სარქველებზე ზეწოლა იზრდება და ვითარდება დაავადება.
ვარიკოზის სიმპტომები
ვარიკოზის საწყისს სტადიაზე, კიდურებზე დაავადების ხილული ნიშნები არ აღინიშნება. მეორე სტადიაზე ფეხებზე ე.წ ობობისებრ ქსელებს შეამჩნევთ, ანუ წვრილ სისხლძარღვებს, რომლებსაც მოლურჯო-მოიისფრო შეფერილობა აქვთ. დაავადების შემდგომ სტადიაზე კი, ვარიკოზული ვენები უკვე განვითარებული და შესამჩნევია, გარდა ამისა, ფეხებში ჩნდება სიმძიმის და ტკივილის შეგრძნება. თუ სათანადოდ არ იმკურნალებთ, შესაძლოა კანის ფერი შეგეცვალოთ და ვენური წყლულები გაგიჩნდეთ. ვარიკოზის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს გაეცანი ახალი ხედვის საიტზე.
როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს?
ვარიკოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კომპრესიული წინდები და კოლგოტები, რომელთა ფართო არჩევანსაც “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში შეხვდებით. კონსულტანტები თქვენთვის შესაბამისი ზომის შერჩევაში დაგეხმარებიან, რომელიც სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, შეშუპებას ამცირებს და დაღლილობის შეგრძნებასაც ხსნის. თუმცა, სანამ პროდუქციას შეიძენთ, აუცილებლად ესტუმრეთ თქვენს ექიმს და გაითვალისწინეთ მისი რჩევები. ახლა კი, გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტის განხილვას:
-პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნულოვანი კომპრესია, რომელიც სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას შეგიმსუბუქებთ.
-პირველი კლასის კომპრესია იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ მჯდომარე და უმოძრაო ცხოვრების წესი გაქვთ.
-მეორე კლასის კომპრესია სამკურნალო დანიშნულებისაა და მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს ინიშნება.
-მესამე კლასის კომპრესიას ქრონიკული ვენური უკმარისობის, ატროფიისა და დერმატოსკლეროზის დროს იყენებენ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
NS
საკვანძო სიტყვები:

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება
9 თებერვალი, 2021 , 20:28

რამ შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზი?
3 თებერვალი, 2021 , 19:09

როგორ ვიქირაოთ მანქანა?
29 იანვარი, 2021 , 19:39

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში
9 იანვარი, 2021 , 11:59

ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი
28 დეკემბერი, 2020 , 15:57

BENTLEY MOTORS წარადგენს განვითარების ახალ სტრატეგიას BEYOND100
2 ნოემბერი, 2020 , 19:56