უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ოქტომბერი, 2020 12:45
font-size

რა რაოდენობის თანხა შესწირეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პარტიებს

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” 30 მაჟორიტარი კანდიდატიდან შვიდმა, მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით, 2020 წლის იანვრის შემდეგ პარტიას 1,035,000 ლარი შესწირეს. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ გაღებული შემოწირულობები პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 6%ს შეადგენს.

„მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს კანდიდატები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას”,- აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება ოპოზიციას, ამავე კვლევის თანახმად, საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა, მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით, 2020 წლის იანვრის შემდეგ, საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565,670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 15.1%-ს შეადგენს.

ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს, 8 ოქტომბერს, მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა -დიმიტრი ძაგნიძემ, გიორგი ჩივიაშვილმა, გიორგი გელხაურმა და ბექა ბასილაიამ შესწირეს.

კვლევის მიხედვით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან შვიდმა მათგანმა საპარლამენტო არჩევნებამდე, 2 თვის განმავლობაში, პარტიას 421,990 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 22.6%-ა.

ანგარიშის მიხედვით, ამ თანხიდან 185,000 ლარი ოთხმა კანდიდატმა- იოსებ შატბერაშვილმა, კახაბერ ძაგანიქმ, პაატა ჯიბლაძემ და არჩილ ბენიძემ ერთსა და იმავე დღეს – 10 სექტემბერს შესწირა პარტიას.

„აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორ სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება, მათ შორისაა შემთხვევა, რომლის შესწავლის მიზეზი გახდა საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის „დოსიე“ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი. აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც შეძლებს მსგავსი შემთხვევების გამოძიებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოსაზრებით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება უნდა აღიჭურვოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწიოს ზედამხედველობა. პრამდენიმე დეპუტატმა ამ იდეის განსახორციელებლად კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირდა პარლამენტში, თუმცა იგი ჯერჯერობით არ განხილულა”,- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ აქ

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 მარტი, 2024 , 18:15

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკში ამ მიმართულე

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

18 მარტი, 2024 , 14:46

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის

21 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

18 მარტი, 2024 , 13:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

18 მარტი, 2024 , 12:34

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა&ld

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

15 მარტი, 2024 , 15:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15 მარტი, 2024 , 15:41

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განმარტებას აკეთებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი