უკან

საზოგადოება

15 აგვისტო, 2017 14:37
font-size

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან მოქალაქეები ხმაურისთვის - საპატრულო პოლიციაში განმარტება გაკეთდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ხმაურისა და პიროტექნიკის გამოყენებისას ჯარიმების ამოქმედების შესახებ განმარტებები გაკეთდა.

ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გრიგოლ შამგორიშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, დღეიდან ძალაში შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესაბამისი მუხლები, რომლებიც ეხება დღისა და ღამის საათებში აკუსტიკური ხმაურის დადგენილი ნორმების გადამეტებას და ასევე პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებას.

როგორც შამგორიშვილმა აღნიშნა, ხმაურმზომის სპეციალური აპარატურით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან აღჭურვილი.

,,შესაბამისად, გამოძახების შემთხვევაში მიიტანენ ადგილზე და მოხდება ადგილზე ხმაურია გაზომვა. დაფიქსირდება არის თუ არა სამართალდარღვევა. პირველი შემთხვევა აკუსტიკური ხმაურის შემთხვევაში გაფრთხილებაა, ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა უკვე ითვალისწინებს სანქციებს ფიზიკური პირისთვის 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის 500 ლარიან ჯარიმას. ამ სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირი თუ აღნიშნულ ქმედებას გაიმეორებს სახდელდადების პერიოდში, უკვე საჯარიმო სანქციები გაორმაგდება და შესაბამისად 300 ლარიანი და 1000 ლარიანი საჯარიმო სანქცია გახდება", - განაცხადა შამგორიშვილმა.

მისივე განმარტებით, ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება ცალსახად აკრძალულია.

"პირველ შემთხვევაში ფიზიკური 150 ლარიანი სანქციით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. გამეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა ორმაგდება. პიროტექნიკის გამოყენების დროს გაფრთხილება არ იქნება. თუმცა პიროტექნიკის გამოყენება კანონით არის დადგენილი და მისი გამოყენება არ იზღუდება 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 13 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ასევე 9 აპრილსა და 26 მაისს. ხმაურის შემთხვევაში მოქალაქემ 112 უნდა დარეკოს", - განაცხადა შამგორიშვილმა.

მისივე თქმით, ისეთი ხმაური, როგორიც არის საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ინფრასტრუქტურით გამოწვეული ხმაური არ ითვლება სამართალდარღვევად. აგრეთვე არ ითვლება სამართალდარღვევად კონსტიტუციის 25-მუხლის განხორციელება, რომელიც ეხება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. შეკრებისა და მანიფესტაციების დროს წარმოქმნილი ხმაურიც არ ითვლება სამართალდარღვევად.

გარდა ამისა, სამართალდარღვევად არ ითვლება დღის განმავლობაში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ხმაური. ასევე ნებისმიერი მიმდინარე სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელიც თვითმმართველი ერთეულის სანქციით და ნებართვით მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი