უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 ნოემბერი, 2018 17:40
font-size

რა შემთხვევებში გაუნულდება შავ სიაში მყოფ პირს საბანკო დავალიანება - საქართველოს საბანკო ასოციაციის განმარტება

საქართველოს საბანკო ასოციაცია 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანების განულების საკითხზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, კონკრეტულად ვის შეეხება მთავრობის ინიციატივა.

გარდა ამისა, ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ კომერციულ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის გარიგება ერთჯერად ხასიათს ატარებს და "მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში".

„საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:

2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით უწყვეტად ვადაგადაცილებულია; საკრედიტო ვალდებულების ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს; არ არის უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილია თავდებობით ან მოძრავი ქონებით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების ბაზაში რეგისტრირებულ მოვალეთა შემთხვევაში, საქმე ეხება იმ საკრედიტო ვალდებულებებს, რომელთა ნარჩენი ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს, ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრამდე.

საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების საბოლოო სიების განსაზღვრა მიმდინარეობს და დასრულდება 2018 წლის 3 დეკემბერს.

კომერციულ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის გარიგება ერთჯერად ხასიათს ატარებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში. ამასთან, საფინანსო სექტორი მოუწოდებს მომხმარებლებს ფინანსური ვალდებულების აღებისას პასუხისმგებლობით მოეკიდონ კრედიტის მომსახურების პირობების შესრულებას“, - ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება

15 დეკემბერი, 2018 , 17:20

15-16 დეკემბერს, თბილისში, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო“, მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღ

ტექნოპარკში ProductTank ღონისძიებების სერია იწყება

15 დეკემბერი, 2018 , 14:50

2018 წლის 15 დეკემბერს, 16:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7) ProductTank ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც თბილისი სტარტაპ ბიუროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიებ

თიბისის ახალი სათავო ოფისის - “თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება

15 დეკემბერი, 2018 , 14:10

17 დეკემბერს, 13:00 საათზე, თიბისის ახალი სათავო ოფისის - “თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას თიბისის დამფუძნებლები და მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მ

ახალი სტარტაპები ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია - გიორგი ქობულია

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში და ნომინაციაში "წლის ქართული პროდუქტი" გამარჯვებული კომპანიის "გ

საქართველოში პირველად ხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოში პირველადხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების (ბუნებრივი გარემო) დაცვის მართვის პროცესში ადიგენის 4 თემის ადგილობრივი

გიორგი ქობულია სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მინისტრს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართეს და სადაზღვევო ბაზრის გან

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`