უახლესი ამბები
- 22.01.2021 22:27“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ
- 22.01.2021 20:43ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
არქივი
მოზაიკა


რა ტიპის სამზარეულოს ტექნიკის შეძენა შეიძლება Liloshop-ზე?
ყველანი ვთანხმდებით, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ჭკვიანი ტელეფონების, კომპიუტერების გარეშე წარმოუდგენლად გვეჩვენება. ღილაკებზე თითის დაჭერით ვიღებთ ათასგვარ ინფორმაციას, ვიხდით გადასახადებს, ვჯავშნით თვითმფრინავისა თუ სასტუმროს ბილეთებს და, რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად ვყიდულობთ ნივთებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
საქართველოს ბაზარიც გლობალური ბაზრის ნაწილია, შესაბამისად, ჩვენთანაც იზრდება ონლაინ მაღაზიების რიცხვი და იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც მაღაზიიდან მაღაზიაში სულ უფრო იშვიათად დადიან და საყოფაცხოვრებო ნივთებს ინტერნეტით იწერენ. Liloshop.ge - ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ ონლაინ მაღაზიია, რომელიც უკვე მეორე წელია საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ათობით დასახელების ნივთს. „ლილოშოპის“ პროდუქცია რამდენიმე მსხვილ კატეგორიად იყოფა, მათ შორისაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სწორედ ამ უკანასკნელს ერთ-ერთი ქვეკატეგორიაა სამზარეულოს ტექნიკა. იგი დიდი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს მყიდველთა შორის.
პროდუქტები, რომლების შეგიძლიათ შეიძინოთ
სამზარეულო სახლის ყველაზე მყუდრო ნაწილია, სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ, ასევე ყველაზე ახლო მეგობრებს სწორედ აქ ვმასპინძლობთ და ჭიქა ჩაის/ყავის ფონზე ვცვლით ერთმანეთში ამბებს. ზუსტად ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვინდა, ჩვენი სამზარეულო ლამაზი, ნათელი ოთახად ვაქციოთ, ხოლო კარადის უჯრებსა თუ თაროებზე თანამედროვე ტექნიკა განვათავსოთ.
გაღვიძებისთანავე ელექტროჩაიდნის წყლით ავსება და ჩართვა ბევრი ჩვენგანის ყოველდღიური რიტუალია. სწორედ ამიტომ დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ, როცა ჩაიდნის ყიდვას გადავწყვეტთ. Liloshop-ზე ელექტრო ჩაიდნების დიდი არჩევანია ფასის, ტევადობის, ხარისხისა ფორმის მიხედვით.
ზოგადად, ამ ონლაინ მაღაზიის სამზარეულოს ტექნიკის ქვეკატეგორია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ვირტუალურ თაროებზე განთავსებულია და პატრონებს ელოდებიან სხვადასხვა ბრენდისა და მახასიათებლის წვენსაწურები, მიქსერები, ბლენდერები, ყავის საფქვავები, ელექტროღუმელები, ბლინის საცხობი ფორმები და ა.შ.
რა უპირატესობა აქვს სამზარეულოს ტექნიკის შეძენას liloshop-ზე?
„ლილოშოპის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ყველასათვის მისაღები ფასია. აქ ყველა იპოვის სასურველ ნივთს, რომელიც არა მხოლოდ დაამშვენებს სამზარეულოს ინტერიერს, არამედ საკუთარ ფუნქციას წლების განმავლობაში პირნათლად შეასრულებს. ეს უკანასკნელი კი ონლაინ მაღაზიის მეორე უპირატესობაა ანუ მისი პროდუქცია ხარისხით გამოირჩევა. აქ მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდია წარმოდგენილი. ისინი უკვე ათწლეულებია მომხმარებელთა გონებაში სანდოობასთან ასოცირდება.
როცა „ლილოშოპზე“ ვსაუბრობთ, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ მის კიდევ ერთ უპირატესობას, ესაა - შეძენილი ნივთის სწრაფად მიწოდება. შეკვეთის გაფორმებიდან 2-3 სამუშაო დღეა საკმარისი, რათა კურიერმა მითითებულ მისამართზე მიიტანოს პროდუქცია დედაქალაქის მასშტაბით, ხოლო რეგიონებში ეს პერიოდი 3-5 სამუშაო დღეს ითვლის.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ „ლილოშოპის“ საიტს.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში
9 იანვარი, 2021 , 11:59

რა იწვევს ვარიკოზს?
4 იანვარი, 2021 , 17:40

ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი
28 დეკემბერი, 2020 , 15:57

BENTLEY MOTORS წარადგენს განვითარების ახალ სტრატეგიას BEYOND100
2 ნოემბერი, 2020 , 19:56

BENTLEY MOTORS წარმოგიდგენთ ახალ 8 ცილინდრიან FLYING SPUR
22 ოქტომბერი, 2020 , 21:49
ბენტლის შესრულებაზე ფოკუსირებული ჩვენება გუდვუდში SPEEDWEEK-ზე
21 ოქტომბერი, 2020 , 16:20