უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

27 დეკემბერი, 2018 14:25
font-size

რა თქმა უნდა, ჩვენ ტრამპივით არ ავაშენებთ კედლებს, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფო საზღვრის მოწყობას - ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, საქართველოსთან არანაირ ურთოერთობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, სანამ თბილისი ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის შესახებ ბიბილოვმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ, სანამ საქართველო არ აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას და ბოდიშს არ მოიხდის ჩვენი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, არანაირ ურთიერთობას ადგილი არ ექნება. მინდა, აღვნიშნო , რომ ქართულმა მხარემ ბოლო დროს მოუხშირა სამხრეთ ოსეთის საზღვართან, ხოლო საქართველოს მოქალაქეები იქცევიან არცთუ ისე კარგი კუთხით სხვადასხვა სახის პროვოკაციული აქციის ჩატარებით“, - განაცხადა ბიბილოვმა .

გარდა ამისა, ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ე.წ. რესპუბლიკა ცხოვრობს „მეზობელი“ საქართველოსგან სიურპრიზის მოლოდინში, რადგან ცხინვალმა არ იცის, „რა მოუვა თავში მორიგ სააკაშვილს“.

„არ ვიცით, მორიგ ჯერზე რა მოუვა თავში მორიგ სააკაშვილს. საქართველოს პოლიტიკა არალოგიკურია, რასაც ადასტურებს ის, რომ საქართველოს არ შეუძლია რუსეთთან მეგობრობა, რომელმაც გადაარჩინა ის თურქეთისგან, სპარსეთისგან. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობა შეიძინა“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმა ავტომატურად ნიშნავს მეორეზე თავდასხმას.

„გასაგებია, რომ საქართველოში არ აპირებენ, შეეგუონ არსებულ პოლიტიკურ სინამდვილეს. სხვა მხრივ, გვაქვს შეთანხმება რუსეთთან, სადაც მკაფიოდაა დაწერილი, რომ ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმა აღიქმება მეორე მხარეზე თავდასხმად. ჩვენ ვამუშავებთ უსაფრთხოების ერთიან კონტურს. და არცერთ ქართველ ქორს არ ეყოფა გამბედაობა, რომ ხელყონ ჩვენი სიმტკიცე სახელმწიფო საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით“, -განაცხადა ბიბილოვმა.

რაც შეეხება ე.წ. საზღვარს, ბიბილოვმა აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, ჩვენ ტრამპივით არ ავაშენებთ კედლებს, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფო საზღვრის მოწყობას“.

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

24 ნოემბერი, 2023 , 14:31

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი