უკან

საზოგადოება

14 აგვისტო, 2020 13:20
font-size

რა წესების დაცვა მოუწევს სკოლებს სასწავლო პროცესის დროს

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;

შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;

პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;

სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;

ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;

სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;

ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;

ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;

სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი.

სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ:

თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);

განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);

განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;

სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;

სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში ჩართულნი იყვნენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე კერძო, თუ საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შემუშავებისას გაზიარებულია სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რაც გულისხმობს როგორც თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ასევე აკადემიური სტანდარტის დაცვას.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. უწყებაში აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრო აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდვითარებით.

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

19 სექტემბერი, 2020 , 10:30

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯან

უბედური შემთხვევა ავტომაგისტრალზე - გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ათი კი დაშავებულია

19 სექტემბერი, 2020 , 10:30

ცენტრალური ავტომაგისტრალის ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი ადგ

ცესკო-მ ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის დაცვითაც ამომრჩევლები და კომისიების წევრები კენჭისყრის დღეს იმოქმედებენ

18 სექტემბერი, 2020 , 17:45

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2140 ლარი გახდა

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1886 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ტემპერატურის მომატების დროს ყველა პაციენტმა აუცილებელია მიმართოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს - ამირან გამყრელიძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, ტემპერატურის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. მისი თქმით, ტემპერატურის მქონე ავადმყოფი ა

IDFI საქართველოში ფარული მიყურადების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოში ფარული მიყურადების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მათი შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენ