უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივნისი, 2017 16:25
font-size

რა უფლებით გვესაუბრება სხვა ქვეყნის ოპოზიციონერი ლიდერი ასეთი ტონით - ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე, საქართველოში ჩამოსულ აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის „მუსავათის“ლიდერის, არიფ ხაჯილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმის კომენტირებისას ხაჯილმა განაცხადა, რომ „ეს გამოძიება არ არის, ეს გამოძიების იმიტაციაა, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში“.

როგორც ამირან სალუქვაძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რა უფლებით ესაუბრება ქართულ საზოგადოებას სხვა ქვეყნის ოპოზიციონერი ლიდერი ასეთი ტონით და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს სამარათალდამცავ ორგანოებს.

„რა უფლებით გვესაუბრება სხვა ქვეყნის ოპოზიციონერი ლიდერი ასეთი ტონით და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს სამართალდამცავ, საგამოძიებო სტრუქტურებს ან ხელისუფლებას?

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ერთ-ერთ გადაცემაში სრულად ვისაუბრე და დევს ჩემს გვერდზე.

კითხვები მაქვს როგორც ჟურნალისტის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით ჩვენი შესაბამისი უწყებების მიმართ, ასევე მაქვს კითხვები ჟურნალისტის აქ საქმიანობასთან დაკავშირებით, ნაკლებად დამაჯერებელია ლეგენდა მის ხელმომჭირნეობასთან დაკავშირებით, რაც ეჭვს ბადებს.

მაგრამ, მე შემიძლია გავაკრიტიკო ჩემი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები და ვაკრიტიკებ კიდეც ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. აზერბაიჯანის ოპოზიციონერი ჩამოდის, გვილანძღავს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ გამოძიება ფიქციააო და სიამოვნებით ვისმენთ.ასეთი განცხადებების შემდეგ მას არცერთი პოლიტიკოსი არ უნდა შეხვდეს.

ვიმეორებ, რისი უფლებაც აქვს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, მედიას, იმის უფლება არ აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეს”,-წერს ბრიგადის გენერალი.

მონიკა დავლიანიძე

ჭავჭავაძის გამზირზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყეს

15 ივლისი, 2019 , 17:30

„გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო. როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ჭავჭავაძის

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - შსს

15 ივლისი, 2019 , 17:30

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - ინფორამიცას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებენ. ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს

გარიგებებს თვალთმაქცობის ნიშნები აქვს და ხშირად კორუფციაზე მიუთითებს – ანა დოლიძე

15 ივლისი, 2019 , 16:20

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას უმრავლესობის

მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება - მორჩილი ზაზა

15 ივლისი, 2019 , 15:30

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მორჩილმა ზაზამ დავით გარეჯში განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუში

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო

15 ივლისი, 2019 , 15:30

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო. 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლე

პრემიერ-მინისტრი თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო

15 ივლისი, 2019 , 15:30

თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს