უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 ივლისი, 2019 15:45
font-size

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება - ბიძინა ივანიშვილი

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება ცალკეულ პოლიციელებს შსს-დან, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, შს მინისტრი, თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე გამოძიება მიდის. იძიებს პროკურატურა, 1 პოლიციელი უკვე ბრალდებულია. დანარჩენებს დაველოდებით. გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით. იმიტომ, რომ გახარია რომ გადამდგარიყო 21-სა და 22-ში, ეს ბიჭები, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ, პარლამენტში შესულიყვნენ, აბა, რატომ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში? ერთი კითხვები დაუსვით, რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, ეს სურდათ. ის, რომ გახარია გადადგეს, ე.ი. შსს აღარ არსებობს. ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე, ძირითად ინსტიტუტზე პარლამენტზე როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უნდა გადადგეს, მაგრამ მან მოახერხა და დაიცვა მოძალადეები, მოძალადე პოლიტიკოსები, თქვენი, „რუსთავი 2“-ის მეპატრონეები, მან მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან ქვეყანა. მან მოახერხა და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი - პარლამენტი და მოახერხა ის, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ ის უნდა გადამდგარიყო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი ია კერზაიას საქმეზე: როდესაც წევრებს აქვთ განცდა, რომ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული, ეს ძალიან სამწუხაროა

24 აგვისტო, 2019 , 12:57

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მათ მოლოდინებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პროკურატურის მიერ ია კერზაიას საქმეზ

`რუსთავი 2` თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა და როგორც არ უნდა უნდოდეს გვარამიასა და სააკაშვილს მისი განადგურება, ამის უფლება არც ჟურნალისტებმა, არც საზოგადოებამ მათ არ უნდა მისცეს - თამარ ჩუგოშვილი

24 აგვისტო, 2019 , 12:28

"რუსთავი 2" თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა და როგორც არ უნდა უნდოდეს გვარამიასა და სააკაშვილს მისი განადგურება, ვფიქრობ, ამის უფლება არც ჟურნალისტებმა, არც საზოგადოებამ და არც მედიამ მათ არ უნდა მისცეს, -

ბატონი კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა - ბერიკა შუკაკიძე

23 აგვისტო, 2019 , 15:17

პარტიის "თავისუფალი საქართველო"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს: „აბსოლუტური

ხელისუფლება მუშაობს პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაში - გია ხუხაშვილი

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ტვ პირველის მფლობელის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წაყენებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ერთი აქტიური თემა მეორეთი გადაფაროს და საზოგადოება მუდმივად დაძაბულ რეჟიმში

ძალიან, ძალიან შეეცდებიან გადაყლაპვას, მაგრამ ყელში გაეჩხირებათ! - ინგა გრიგოლია

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ გენერალური პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "ძალიან, ძალიან შეეცდებიან გადაყლაპვას, მაგრამ ყელში გაეჩხირებათ! ვერ წაიღებენ ტვ პ

ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო შეკითხვაზე პასუხს, თუ რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში - გია ვოლსკი

22 აგვისტო, 2019 , 15:46

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ დაწყებულ გამოძიებას აფასებს და აცხადებს, რომ ბიზნესის ფლობა იქნება თუ პოლიტიკოსობა არ უნდა გაძლევდეს იმის უფლებას შენს მიმართ გამოძიებამ კით

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს