უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

19 თებერვალი, 2019 13:05
font-size

რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

რაჭაში 21 წლის მამაკაცი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოთა სამხარაძე კურორტ ონის ტერიტორიაზე 14 იანვრის ღამეს გაუჩინარდა.

როგორც პირველ არხთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ტარიელ დალაქიშვილმა განაცხადა, დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სამძებრო სამუშაოები აღდგება.

„იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ექნება რაიმე დამატებითი ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, ჩვენ აღვადგენთ სამძებრო სამუშაოებს“, – განაცხადა ტარიელ დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, 21 წლის მამაკაცი ძველით ახალი წლის ღამეს დაიკარგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამძებრო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში აწარმოა. ძებნაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობაც, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის პოვნა ვერ მოხერხდა.

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს

20 აპრილი, 2019 , 14:33

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს. „წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 აპრილი, 2019 , 12:04

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რ

კორპუსის მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მეზობლების თქმით, შუახნის ქალი ერთ-ერთი კორპუსის

ზუგდიდში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

19 აპრილი, 2019 , 10:33

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილ ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას შორის დავა წლებია გრძელდება, რაც მიწის ნაკვეთს

აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს - ირაკლი ლექვინაძე

17 აპრილი, 2019 , 17:29

„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150 -მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. ირაკლი ლექვი

ოპოზიცია ხელისუფლებას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს

15 აპრილი, 2019 , 15:20

ოპოზიცია ქობულეთში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და გაფლანგულ მილიონებზე საუბრობს. ამის შესახებ „რუსთავი2“ იტყობინება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სის

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019