უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 თებერვალი, 2020 11:50
font-size

რაჭაში დაცული ტერიტორია დაარსდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს.

როგორც „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დღეისათვის უკვე მომზადებულია კანონპროექტი „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების ფართობები იზრდება. დაცული ტერიტორიების დაარსება რაჭის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, ეკოტურიზმის განვითარებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ 2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევის: „რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობის შეფასება“ შედეგები გააცნო.

„ჩატარებული კვლევის შედეგად, შეფასდა და განისაზღვრა გეგმარებითი დაცული ტერიტორიების სავარაუდო საზღვრები. ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება იგეგმება ონის მუნიციპალიტეტში და მისი ფართობი 52 191 ჰექტარს შეადგენს.

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრას WWF კავკასიის პროგრამის ოფისის დირექტორი გიორგი სანადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეისათვის გამართულია დაახლოებით 10- მდე შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 500-მდე ადამიანმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს

7 აპრილი, 2020 , 17:15

მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკეს. ადგილზე მისულმა მაშვ

ბათუმის კლინიკის 10-მდე თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს

7 აპრილი, 2020 , 16:35

ბათუმში, კლინიკა „მედინადან" 10-მდე მედიკოსი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მედიკოსებს კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტთან ჰქონდათ შეხება. როგორც კლინიკაში განაცხადეს, სამედიცინო

ბოლნისში ერთ-ერთი დაინფიცირებული კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეა - შოთა რეხვიაშვილი

6 აპრილი, 2020 , 17:25

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ ქვემო ქართლში კორონავირუსის ორი ახალი ფაქტი დადასტურდა. ერთი ფაქტი არის გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლე 87 წლის, ისიც ქვემო ბოლნისიდან და ოჯახური კლასტერია. „როგ

ბათუმში „მედალფაში“ 12 ინფიცირებულია, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა

6 აპრილი, 2020 , 12:25

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა ბათუმში დადასტურდა. კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი მიიღეს. კლინიკის ექიმების განმარტებით, ორ შემთხვევაში ინფიცირებულები თურქ

თავდაცვის ძალები ზუგდიდში შვიდ პუნქტს აკონტროლებს

5 აპრილი, 2020 , 11:42

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა ქ. ზუგდიდში შვიდ საკონტროლო გამშვებ პუნქტს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბრიგადის პირა

გიორგი გახარია აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრაზე - ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი

4 აპრილი, 2020 , 17:29

ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა პირველი ზარი უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ - რიგითი მოქალაქე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან, თუ ყველა ერთად არ დავირაზმეთ, უხი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`