უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 ოქტომბერი, 2019 16:50
font-size

რაჭაში „ხვანჭკარის“ ჯიშების ფასი 7 ლარი იქნება

ამბროლაურში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და ადგილობრივ მევენახეებს შორის, რთველთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ესწრებოდნენ.

„ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და ადგილობრივ მევენახეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ხარისხიანი „ხვანჭკარის“ ჯიშების ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ფასი - 7 ლარი იქნება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფო ფასის რეგულირების პროცესში არ ჩაერევა, თუმცა აქტიურად ჩაერევა ლოჯისტიკისა და რთველის ორგანიზებულად წარმართვის პროცესში. გახსნილია ლოკაციები, მობილიზებულია საკოორდინაციო შტაბი, სახელმწიფოს მხრიდან სრული მზაობაა რაჭაში რთველი წარმატებულად დაიწყოს.

შეხვედრისას არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ დარგის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, გლეხის შრომა დაფასებული, რათა ჰქონდეთ სტიმული მომავალშიც გააგრძელონ ვენახების გაშენება რაჭაში. შეხვედრა კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში წარიმართა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

27 მაისი, 2020 , 11:10

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა