უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 აპრილი, 2018 15:25
font-size

რაჭაში მოსახლეობა „ონის კასკადის“ მშენებლობას აპროტესტებს

მოძრაობამ „არა ონის კასკადს“, რაჭის მოსახლეობასთან ერთად, „ონის კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ სახელმწიფო უწყებებმა კომპანია „ფერას“ პროექტის განხორციელების ნებართვა არ მისცეს.

როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, მათ კონსულტაცია გაიარეს გეოლოგებთან და სეისმოლოგებთან და მათი თქმით, არც ერთი დასკვნა პროექტის უსაფრთხოებაზე არ მეტყველებს.

,,ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ონის კასკადის პროექტში არ არის მოცემული არც ერთი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს პროექტის უსაფრთხოებას. მათი მტკიცებით, განხორციელების შემთხვევაში, პროექტი გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას და საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ეს მოსაზრება ექსპერტებმა გააჟღერეს სხვადსხვა სატელევიზიო ეთერის მეშვეობითაც“,- ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, ონის გამგეობაში პროექტის საჯარო განხილვის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონდა და ადგილობრივმა ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან წინა დღეს გაიგეს.

მოძრაობის წევრებმა მშენებლობის საწინააღმდეგოდ ათასობით ხელმოწერილი განცხადება შესაბამის უწყებებში უკვე შეიტანეს.

აქციას სვანეთის მოსახლეობაც შეუერთდა.

ცირა გუგრნიძე

საკვანძო სიტყვები:

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

22 აპრილი, 2019 , 10:40

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი „იუესეს როსი“ (USS Ross) შემოვიდა. ეს აღნიშნული გემის პირველი ვიზიტია საქართველოში. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სამხედრო ხომალდის ეკიპაჟის წ

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს

20 აპრილი, 2019 , 14:33

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს. „წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 აპრილი, 2019 , 12:04

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რ

კორპუსის მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მეზობლების თქმით, შუახნის ქალი ერთ-ერთი კორპუსის

ზუგდიდში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

19 აპრილი, 2019 , 10:33

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილ ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას შორის დავა წლებია გრძელდება, რაც მიწის ნაკვეთს

აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს - ირაკლი ლექვინაძე

17 აპრილი, 2019 , 17:29

„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150 -მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. ირაკლი ლექვი

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019