უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 ოქტომბერი, 2019 14:25
font-size

რაჭის რეგიონში რთველი იწყება

კახეთის რეგიონის შემდეგ, რთველი რაჭაში იწყება. რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ამბროლაურში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რთველის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მევენახეებსა და მეღვინეებს შორის აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ისევე როგორც კახეთში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ რაჭის მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეთ“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

წელს, რაჭის რეგიონში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამბროლაურში განთავსებულ შტაბში სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. რაჭის მევენახეები ყურძნის კრეფას გამოდარებისთანავე დაიწყებენ.

ამბროლაურში, მევენახეებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რთველი კახეთის რეგიონში დასკვნით ეტაპზეა. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 263 ათას ტონამდე ყურძენი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოში ტყის ხანძრის შვიდი კერაა

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის შვიდი კერაა - სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში. ამასთან დაკაშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და

სოფელ სალხინოში ხანძარია

19 ნოემბერი, 2019 , 12:00

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის. ამ დროისთვის ხანძარი სამ ლოკაციაზეა და შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. “ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ცეცხლი ისეთ ადგილზეა, ტექნი

სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

19 ნოემბერი, 2019 , 10:55

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების

ბათუმში თამბაქოს მწარმოებელთა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდა

18 ნოემბერი, 2019 , 14:55

ბათუმში, თამბაქოს მწარმოებელთა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. მისი განცხადებით, აჭარის მთავრობა კონსულტაციებს მართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ადგილობრივი მწარ

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება

18 ნოემბერი, 2019 , 10:57

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ, თუმცა შენობასთან ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის აპარატის თანამშრომლები არ

აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

აჭარის მთავრობის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესი 19 ნოემბრისთვის ჩაინიშნა. სასამართლოს გადადების მიზეზი დაკავებულების მოთხოვნა გახდა, აეყვანა