უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 ოქტომბერი, 2019 13:10
font-size

რაჭის რეგიონში რთველი მიმდინარეობს

11 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 250 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა.

ქალაქ ამბროლაურში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მოსავლის დაბინავებამ ორგანიზებულად ჩაიაროს და ყველა მევენახეს მიეცეს მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა.

წელს რაჭაში „ხვანჭკარის“ სანედლეულო ჯიშების - მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონამდე მოსავალს ელიან.

დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 10 ღვინის მწარმოებელი კომპანია სხვადასხვა ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირებულია 40 ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის პროცესში ჩაერთვებიან.
ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც წელს გადამუშავებულმა ყურძენმა ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: გადამუშავებულია 267 ათასი ტონა ყურძენი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

გიორგი გახარიამ ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა - მაგისტრალის 19კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა ივლისიდან იქნება შესაძლებელი

5 ივნისი, 2020 , 15:15

ქუთაისის შემოვლითი გზის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მშენე

პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო

5 ივნისი, 2020 , 15:03

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, - საქართველოს მთავრობის მეთ

სოფელ ქვახვრელში დოეს-გრაკალის სარწყავი არხი გაიწმინდა

4 ივნისი, 2020 , 14:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახო

უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით - გიორგი გახარია

4 ივნისი, 2020 , 12:26

„ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, ამავე დროს, მოვუწოდებთ თეთრიწყაროელებს, დავიცვათ მაქსიმალური სიფრთხილე,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გ

საქართველოში ატმის კრეფის სეზონი იწყება

3 ივნისი, 2020 , 16:05

წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მოსავლის საერთო მოცულობი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საგარეჯოში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

3 ივნისი, 2020 , 12:10

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში&ldqu

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!