უკან

საზოგადოება

1 თებერვალი, 2018 11:30
font-size

რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა

„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა - მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით კაკაბაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთეგში“ განაცხადა.

„მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, რომ დარჩნენ და განაგრძონ რადიო „თავისუფლებისთვის“ მუშაობა, ეს ახლა მნიშვნელოვანია. ერთი რამ ვერ მოვახერხე, ამაზე დამეთანხმება თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. იმედი მქონდა, ის თბილისის ბიუროში დარჩებოდა და უხელმძღვანელებდა. სამწუხაროდ, მარინამ თქვა, რომ ამ ბიუროში მუშაობის გაგრძელება ვეღარ წარმოუდგენია. გადაწყვეტილების შესახებ კი თანამშრომლებს უკვე აცნობა“,- თქვა კაკაბაძემ.

ვაშაყმაძის წასვლას წინ უძღოდა 30 იანვარს რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსის დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლება. ის ამ პოზიციას იკავებდა 2005 წლიდან.

რადიო „თავისუფლების“ მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებულ უთანხმოებაზე ინფორმაცია BBGWatch -მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, რადიოს მენეჯმენტი აძალებს ქართულ სამსახურს, „რუსთავი 2“-თან ითანამშრომლოს. მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ხელმძღვანელობა დავით კაკაბაძის გათავისუფლებას ცდილობდა.

BBGWatch-ის ინფორმაცია რადიო „თავისუფლების“ ქართულმა სამსახურმა დაადასტურა. როგორც მედიასაშუალების განცხადებაშია ნათქვამი, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში დახურეს გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“, „რადიო „თავისუფლების“ ქართული ბიურო ალტერნატიულ მედიასაშუალებას ეძებდა, საბოლოოდ არჩევანი შეაჩერეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რამაც წარმოშვა „მწვავე უთანხმოება სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძესა და კომპანიის მთავარ რედაქტორს, ნენად პეიჩს შორის“. განცხადების თანახმად, „უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რთე/რთ-ის პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე“.

რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მხარდასაჭერად პეტიციაც მომზადდა.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი