უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

27 ნოემბერი, 2017 11:55
font-size

რაღაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა, არაფერი არ ვიცი - ცხინვალის ე.წ საპატიმროდან გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს

ცხინვალის ე.წ მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს.

გიუნაშვილი 2016 წელს ოკუპირებულ დისევში დააკავეს და დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობისთვის 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ე.წ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბიბილოვს საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების თხოვნით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მიმართა იმ მიზნით, რომ ის შემდგომ ქართულ ციხეში მყოფ აფხაზ პატიმარზე გადაეცვალათ.

თავად გათავისუფლებული გიუნაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რა მოხდა. მისი თქმით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მაგრამ მისთვის დეტალები უცნობია.

„არაფერი არ ვიცი, რაღაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდებოდა. აფხაზების თხოვნით მოხდა და დააკმაყოფილეს ალბათ ოსებმა და გადმომცეს ჩვენს მხარეს. რომ მათავისუფლებდნენ ჩეთვის დილით გახდა ცნობილი, მანამდე არაფერი არ ვიცოდი. ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები დამხვდნენ“,-აღნიშნა გათავისუფლებულმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით კი, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში მსგავსი დადებითი შედეგის დადგომა შესაძლებელია.

„ეს არის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ცალსახად პოზიტიური, ეს სამშვიდობო პროცესზე დადებითად აისახება, ურთიერთობებზეც. ეს აჩვენებს, რომ კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, პრაგმატული და ჰუმანიტარული ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება“,-აღნიშნა მინისტრმა.

მონიკა დავლიანიძე

მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად - ჯორჯ კენტი

13 ოქტომბერი, 2018 , 15:35

მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამყოფ

აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

10 ოქტომბერი, 2018 , 11:40

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მომზადებული რუკების დამზადება, დაბეჭდვა, გავრცელება, ექსპორტი/იმპორტი და რეკლამირება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. შესაბამის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვი

ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი და დანაშაული მე ჩავიდინე? - მაია ოთინაშვილი გატაცებაზე

9 ოქტომბერი, 2018 , 17:05

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული მაია ოთინაშვილის განცხადებით, ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. მისი თქმით, თავდაპირველად ის გადაიყ

მაია ოთინაშვილთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს

9 ოქტომბერი, 2018 , 13:20

მაია ოთინაშვილთან ერთად, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, 50 წლის მწყემსი აკაკი დოთიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენ

მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს

9 ოქტომბერი, 2018 , 12:45

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალგორის ე.წ რაიონუნლი სასამართლოს მიერ

ამ დრომდე უცნობია, როდის გათავისუფლდებიან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული აკაკი დოთიაშვილი და მაია ოთინაშვილი

8 ოქტომბერი, 2018 , 11:50

გორის რაიონის სოფელ კირბალში მცხოვრებ აკაკი დოთიაშვილების ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. 50 წლის მწყემსი რუსმა ოკუპანტებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორი დღის წინ გაიტაცეს. რაც შეეხ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`