რეგიონები


რაღაც ვერ გავაკეთე, რადგან ეს ადამიანები უკვე ჩვენს გვერდით აღარ არიან - გიორგი მარგველაშვილი
ცოტა ხნის წინ, როცა კონსტიტუციასთან დაკავშირებით კამპანიას ვატარებდი, პროფკავშირების მეშვეობით მქონდა შეხვედრა, სადაც მეშახტეებიც იყვნენ და რკინიგზის მუშაკებიც, რომლებსაც კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ, რომ ვითარება უფრო ადეკვატური გახდეს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„ჩემი კონსტიტუციური ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ურთიერთობა საპარლამენტო გამოსვლაში, პოლიტიკურ მოწოდებებში ავსახო. ეს შევასრულე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვა კონსტიტუციური ფუნქცია არ გამაჩნია, კანონს მე ვერ შევიტან და ა.შ, რაღაც ვერ გავაკეთე, რადგან ეს ადამიანები უკვე ჩვენს გვერდით აღარ არიან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლის დაცულობასა და ინვესტიციების დაცულობას შორის ბალანსი უნდა მოიძებნოს.
„ეს მაშინ კონკრეტულად ერთი თემის გარჩევა იყო. საუბარი იყო კონტრაქტების გაფორმების და ამ კონტრაქტებში დამქირავებლის უფლებაზე. მაშინ განათლების მინისტრი ვიყავი და ამას ვამბობდი, როგორ მინისტრი და არა როგორც დამქირავებელი. ეს არასაჯარო განცხადება იყო. ერთი თვის წინ, ახალ რედაქციას მოვაწერე ხელი და მაშინაც ვთქვი, რომ ახალი რედაქცია საკმარისი არ იყო. ახლა იმ ბალანსის მოძებნაზე ვლაპარაკობთ, რომელიც ადამიანის სიცოცხლის დაცულობასა და ინვესტიციების დაცულობას შორის უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დამქირავებელი თავადაც ყოფილა და იცის, როგორ შეიძლება, ბიუროკრატიამ დამქირავებელს რეფორმებში ხელი შეუშალოს, მაგრამ საუბარი იმაზე კი არ არის, დამქირავებელი თანამშრომელთან ურთიერთობების წარმოებაში რამდენად მოქნილია, არამედ დღეს იმაზეა საუბარი, რომ ადამიანები კვდებიან.
„აქ იმაზეა საუბარი, რომ უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული, რათა ადამიანი მშენებლობიდან არ ჩამოვარდეს. აქ სიცოცხლის უფლების დაცვაზეა საუბარი და ეს იმ რეჟიმში არ უნდა გადავიდეს, რომელიც ბიზნესისთვის პრობლემა იქნება. აქ შუალედის პოვნაზეა საუბარი, რაც ჩვენს კანონმდებლობაში ნაპოვნი არ არის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება
16 თებერვალი, 2019 , 14:20

სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა
16 თებერვალი, 2019 , 11:35

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
16 თებერვალი, 2019 , 11:01

ბათუმში დანგრეული სინაგოგის გადარჩენის კამპანიას სათავეში ისრაელის სახლი ჩაუდგება
15 თებერვალი, 2019 , 17:22

„ენგურჰესი“ მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა
15 თებერვალი, 2019 , 16:40
ბათუმთან, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება - მამუკა ბახტაძე
13 თებერვალი, 2019 , 15:40