უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ეკონომიკა
რამაზ ნიკოლაიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა 10.05.2012 18:20

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტს ვილჰელმ მოლტერერს შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ევროპის საინვესტიციო ბანკი უკვე მეორე წელია თანამშრომლობენ. EIB-ს დაფინანსებით წარმატებით ხორციელდება წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტები საქართველოს 26 ქალაქსა და სოფელში. უახლოეს მომავალში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაცაა დაგეგმილი, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროშიც. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ხვალ ხელი მოეწერება სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს, სამტრედია-გრიგოლეთი-ჩოლოქის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობის დაფინანსების შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორი მხარის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.