რამაზ ნიკოლაიშვილი მაგისტრანტებს შეხვდა
16.05.2012 19:03
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი "საქართველოს უნივერსიტეტის" მაგისტრატურის სტუდენტებს შეხვდა. რამაზ ნიკოლაიშვილმა მაგისტრანტებს სამინისტროს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრთან შეხვედრისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის სურვილი, სოციალური ქსელის "ფეისბუკის" საშუალებით, თავად სტუდენტებმა გამოთქვეს. მათ რამაზ ნიკოლაიშვილის "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც მინისტრს შეხვედრას სთხოვდნენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო "საქართველოს უნივერსიტეტთან" უკვე მეორე წელია მემორანდუმის საფუძველზე წარმატებით თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფრაგლებში რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროში "საქართველოს უნივერსისტეტის" არაერთმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირება და დასაქმდა.
მაგისტრანტების განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოს რეგიონებში სამომავლოდ დაგეგმილმა და მიმდინარე მასშტაბურმა პროექტებმა გამოიწვია, მათ შორის: "კახეთის რეგიონული განვითარების პროექტმა", პროექტმა "ლაზიკამ", ანაკლიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა და ბათუმის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა და ა.შ.




















