უკან

საზოგადოება

17 აგვისტო, 2018 16:10
font-size

რამდენიმე მედიკამენტის წამლების რეესტრიდან ამოღებაზე ჯანდაცვის მინისტრმა განმარტება გააკეთა

სიმსივნის გამომწვევ გულ-სისხლძარღვთა რამდენიმე მედიკამენტის წამლების რეესტრიდან ამოღებას ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ეხმაურება.

მინისტრი მოსახლეობას სთხოვს, გაეცნონ სიის ჩამონათვალს და თუ მედიკამენტი ჩამონათვალში აღმოჩნდება, ის სხვა თუმცა იმავე ვალსარტანის შემცველობის პრეპარატით ჩაანაცვლონ.

„მოსახლეობა, ვინც ღებულობს ვალსარტანის შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ საკუთრივ დანიშნულება არ შეწყვიტოს, რახან სვამენ, მათ ეს სჭირდებათ. უბრალოდ ნახონ ჩამონათვალი, ვალსარტანის შემცველ რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა არა ამ სიაში მყოფი, იმავე დოზირების, იმავე ვალსარტანის შემცველი მედიკამენტით,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

კიბოს რისკის შემცველი კარდიოლოგიური მედიკამენტების, ე.წ. წნევის წამლების რეესტრიდან ამოღებისა და იმპორტის შეჩერების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საბაჟო გამშვებ პუნქტებს უკვე აცნობა.

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ასეთი 11 დასახელების 42 სახეობის მედიკამენტი იყიდებოდა:
Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)
CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)
CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)
CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)
Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)
Valz H (80მგ; 160მგ)
NORTIVAN® (80მგ; 160მგ)
Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)
Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)
Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)
Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ
forte 10მგ/160მგ/25მგ).

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი