უკან

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2016 12:00
font-size

რამდენიმე მსხვილ საწარმოში ადამიანებს დევნიან პროფკავშირული აქტიურობის გამო - გოჩა ალექსანდრია

თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ’’- ში ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების რიგით მე-7 კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციის მონაწილეები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაში არსებულ ხარვეზებზე და იმაზე მსჯელობენ, რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, მიხეილ კორძახიას განცხადებით, კონფერენცია ეძღვნება სწორედ შრომის სფეროში კანონმდებლობის დახვეწას.

,,ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს განხილული ეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური ინტერესების ჭრილში და მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხევავში მიიღწევა მიზანი. დღევანდელი რეგულაციით, რომ შრომის კოდექსში არსებობს, სადაც პასუხისმგებლობა არის ცალსახად დამსაქმებელზე, ამ ნაწილში რა თქმა უნდა, მოგვიწევს მუშაობა პასუხისმგებლობის დონეების განსაზაღვრად’’, - განაცხადა მიხეილ კორძახიამ.

თავის მხრივ, როგორც კონფერენციის დაწყებამდე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ , გოჩა ალექსანდრიამ აღნიშნა, სხვადასახვა საწარმოში პროფკავშირული საქმიანობის გამო დასაქმებულების დევნის ფაქტები დაფიქსირდა.

,,პროფესიული კავშირები ვაპირებთ ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მრავლად არის შრომითი ურთიერთობის სფეროში, მათ შორის ხარვეზიანი შრომის კანონმდებლობაზე, განსაკუთრებით ასოციაციის არსებობის კუთხით, რაც გულისხმობს პროფესიული კავშირების შექმნის თავისუფლებას. ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. რამდენიმე მსხვილ საწარმოში, როგორც კერძო ისე სახელმწიფო საწარმოში, ადამიანებს დევნიან პროფკავშირული აქტიურობის გამო და სამსახურიდან დაითხოვეს რამდენიმე, მიმდინარე წელსაც, გასულ წელსაც’’, - განაცხადა გოჩა ალექსანდრაიმ.

ნინო ექვთიმიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი