უკან

პოლიტიკა

21 იანვარი, 2021 15:35
font-size

რამდენიმე მთავარი საკითხია, რისთვისაც მზად ვართ, არათუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ - გია ვოლსკი

რამდენიმე მთავარი საკითხია, რისთვისაც მზად ვართ, არათუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ. არჩევნები ისეთი დარღვევების ფონზე არ ჩატარებულა, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის შედეგებზე, ჩვენი პარტნიორების დასკვნაც სწორედ ამ შინაარსისაა, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

“ჩემი პოლიტიკური ანტიპატიის თუ განსხვავების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიცია არის სახელმწიფოებრივი და იმ პოზიციას უპირისპირდება, რომელიც გააჩნია არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც საქართველოში თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად დესტაბილიზაცია მიაჩნია. თუ ეს პასუხისმგებლობა მან გაითავისა, ისიც უნდა იცოდეს, რომ თემები არსებობს, რაზედაც საუბარი არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის. რაც შეეხება დეტალებს, უნდა იყოს გამჭვირვალე შეხვედრები და მოლაპარაკებები. მზად ვართ, ალეკოსთან შეხვედრისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის საჯაროდ გამართოს შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“, სადაც საუბარი შეეხება კრიზისის განმუხტვის პერსპექტივებს.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი