უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 თებერვალი, 2017 11:35
font-size

რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტარლურ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია. თოვლისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე კი დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ლიპყინულის გამო, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ20-კმ40 (ყუმისთავი-ღვედი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ონში მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

4 ივლისი, 2020 , 17:21

"არა ონის კასკადს", "დაიცავი რაჭა"- ამ მოწოდებებით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ონში ჰესის მშენებლობა

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

4 ივლისი, 2020 , 16:55

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიი

სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

გორი სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის ნაწილმა, სასმელი წყლის მოთხოვნით, სოფლის ცენტრში აქცია გამართა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავ

ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული - სურსათის ეროვნული სააგენტო

4 ივლისი, 2020 , 15:10

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში, ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ სურსათის ეროვნული სა

კასპის მუნიციპალიტეტში კალიის საწინააღმდეგო წამლობა ტარდება

3 ივლისი, 2020 , 15:00

სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუ

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

3 ივლისი, 2020 , 12:55

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს. მათ შორის არი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე