უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აპრილი, 2017 14:55
font-size

რამდენიმე თვის განმავლობაში 3.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურაში - ზურაბ ალავიძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ინფრასტრუქტრუსის გასავითარებლად 3.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება.

„მინდა, პროფესიული სასწავლებლით დაინტერესებულებსა და მსურველებს მივმართო, ეს დასაქმების თვალსაზრისით დიდი შესაძლებლობაა. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში 3.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურაში. უამრავ ადამიანს დასაქმების ფანტასტიკური შესაძლებლობა ექნება. 30-40 ათასი სამუშაო ადგილი დაემატება და უმუშევრობის პროცენტი კიდევ უფრო შემცირდება“, - განაცხადა ალავიძემ პროფესიული განათლების ფესტივალზე.

ალავიძის თქმით, ზოგიერთ სფეროში კადრების დეფიციტი შეინიშნება.

„დღეს კადრები რომ არ გვყოფნის, უცხოელების დახმარებით ვსარგებლობთ. სამშენებლო სექტორი ვითარდება, ხელფასებიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ექსკავატორის კარგ მძღოლს თვეში აქვს 4-5 ათასი ლარი ხელფასი. ასეთი ხელფასი მინისტრებსაც არ აქვთ. შრომა მარტივი არ არის, მაგრამ, თუ გინდა, რომ მიიღო კარგი ანაზღაურება, უნდა იშრომო",- განაცხადა ალავიძემ.

ანა მებურიშვილი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი