უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
მსოფლიო
რამდენიმე რუსულ მედიასაშუალებაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა 06.05.2012 16:34

დღეს რუსეთში რამდენიმე საინფორმაციო ინტერნეტ გვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

,,ეხო მოსკვის” ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა კომერსანტის, ,,ეხო მოსკვის”, ტელეკომპანია ,,დოჟდის” და გამოცემა ,,სლონის” ინტერნეტ გვერდებზე.

,,ეხო მოსკვის” მთავარი რედაქტორის მოადგილის ვლადიმირ ვარფოლომეევის განცხადებით, საიტზე ჰაკერული თავდასხმის გამო ინტერნეტ გვერდი ამ დრომდე შეფერხებით მუშობს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მსგავსი სახის ჰაკერული თავდასხმა აღნიშნულ ინტერნეტ გვერდებზე 2011 წლის ბოლოს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დღესაც განხორციელდა.