პოლიტიკა


რამზან კადიროვის განცხადების მიზანია, გაგვაბანძოს მთელი თავისუფალი სამყაროს თვალში - ნიკა რურუა
„ეს კონკრეტული აქტი მიზნად ისახავს, გაგვაბანძოს მთელი თავისუფალი სამყაროს თვალში“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის განცხადებას, სადაც ის საუბრობს საქართველოსთვის იოსებ სტალინის ნეშტის გადმოცემაზე.
რურუას შეფასებით, ეს განცხადება რუსული პროპაგანდის ნაწილია.
„რა აქვს მიზნად ამ განცხადებას. კადიროვი, ვიცით, რომ პუტინის მარიონეტია, თავიდან ბოლომდე არის პუტინის დასმული, გაძლიერებული, პუტინის მოურავია თავისივე სამშობლოში, ხაზს ვუსვამ, დაპყრობილ სამშობლოში. ამიტომ, ეს განცხადება ეკუთვნის პუტინს, რეალურად რუსეთს, და ესაა იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს და ეს კონკრეტული აქტი მიზნად ისახავს, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე გამოგვაჩინოს ძალიან ჩამორჩენილ, განუვითარებელ, მორალური ორიენტირის არმქონე ერად. გაგვაბანძოს , მარტივად რომ ვთქვათ, მთელი თავისუფალი სამყაროს თვალში“, - განაცხადა რურუამ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:49

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:45

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:41

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა
16 თებერვალი, 2019 , 21:04

ვოლფგანგ იშინგერი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე - არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ეთქვას უარი საქართველოს იმაზე, რაც წლების წინ სხვა ქვეყნებმა მიიღეს
16 თებერვალი, 2019 , 20:43

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა
16 თებერვალი, 2019 , 17:09