უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2022 14:39
font-size

ეროვნული ბანკი საგარეო ვალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან.

როგორც სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 22.3 მლრდ აშშ დოლარი (65.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 104.8 პროცენტია. 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 268.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 662.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 290.2 მლნ. აშშ დოლარით, 73.2 მლნ. აშშ დოლარით და 30.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.2 მლრდ აშშ დოლარი (29.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 899.0 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.2 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 424.3 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.9 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.6 მლრდ აშშ დოლარი (16.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი (14.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.0 მლრდ აშშ დოლარი (38.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 61.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.2 მლრდ აშშ დოლარია (18.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 29.2 პროცენტია.

2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 43.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 6.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 37.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 899.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 459.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, ვიდრე საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი