უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
პოლიტიკა
24 ოქტომბერი, 2018 14:45
რას ეძებთ რუსთავი 2-ის კომპიუტერებში? - ნოდარ მელაძის თქმით, რუსთავი 2-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის განცხადებით, არხის კომპიუტერებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.
„რას ეძებთ რუსთავი 2-ის კომპიუტერებში? რამე ჩანაწერს, თუ გგონიათ, ვინმე კომპიუტრში ინახავს, ცდებით.
ორი დღეა ავარიულ რეჟიმში ვმუშაობთ, სისტემა დაავირუსეს და ითიშება კომპიუტერები ერთმანეთის მიყოლებით.
ვირუსის შეტევის მთავარი ობიექტები იყო კომპიუტერებად სახელად gvaramia და meladze. გვარამიას ეგ კომპიუტერი ორი წელია აღარ აქვს Nana Intskirveli Keti Kebadze დაუთმო“, - დაწერა მელაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.