უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 დეკემბერი, 2019 15:30
font-size

რას ყვება „მწვანე სკოლის“ დირექტორი 15 წლის მოზარდთან დაკავშირებულ შემთხვევაზე

„მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური აცხადებს, რომ თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი მისივე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.

„დილით, როდესაც გამოვცხადდით სკოლაში, ვნახეთ, რომ სკოლის შიდა და გარე ტერიტორიის რაღაც ნაწილზე იყო წითელი სითხით წარწერები, მათ შორის უხამსი წარწერები რუკებზე, დაფებზე, კედლებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ადასტურებდა, რომ სკოლაში ვიღაც იყო შეპარული. სკოლის დაცვის სამსახურმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რადგან ბავშვების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომები მიეღოთ. სკოლის ტერიტორიაზე ბევრი კამერაა და არსებობს ჩანაწერები. ეს ჩანაწერები სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა ნახა და მოახერხა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე იყო შემოსული. მათ დაადგინეს, რომ ეს იყო ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელიც სწავლობდა ჩვენთან ხუთი თვის მანძილზე, სექტემბერში გადავიდა სკოლიდან. სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა დაწერა განცხადება და ამის შემდეგ ჩვენი უფლებამოსილება ამოიწურა. ჩვენ გამოძიების პროცესთან ხელი არ მიგვიწვდება. დანარჩენი ის მოხდა, რაც ყველამ ვიცით“, – განაცხადა დირექტორმა.

მისივე თქმით, მოზარდის მშობლების სკოლის მიმართა არანაირი აგრესია არ გამოუხატავთ.

„ შეგიძლიათ გაესაუბროთ მოზარდის მშობლებს, სკოლის მიმართა არანაირი აგრესია არ აქვთ. დედამისმაც აღნიშნა ჩვენს თანამშრომელთან საუბარში, რომ პირიქით, სკოლის მიმართ დამოკიდებულება კარგი იყო. არ ვიცი მოტივაცია, რის გამოც შესაძლოა, მოზარდს ეს გაეკეთებინა. ყოფილი სკოლა იყო, შესაძლოა, სხვაგანაც აკეთებდა ამგვარ რამეს, შეიძლება, სხვაც აკეთებს, უამრავი წარწერაა ზოგადად, მაგრამ ის აქ რატომ შემოვიდა, არ ვიცი. ეს წარწერები იყო ყველაფერზე, სიყვარულიდან დაწყებული გინებით დამთავრებული, სტანდარტული ქუჩური წარწერები, რაც ქუჩაში არის ხოლმე, უბრალოდ ეს იყო ბევრი, ეს იყო ბევრგან და აჟიოტაჟი შეიქმნა სკოლაში. ამიტომ ჩვენ, სკოლის დაცვის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს მათი პრეროგატივაა, რომ გამოეძახებინა პოლიცია, იმოქმედა კანონის შესაბამისად. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, შემდეგ მათ ჩართეს ადგილობრივი რაიონული პოლიცია ამ საქმეში, იყვნენ მოსულები, გამოგვკითხეს ჩვენც, უსაფრთხოებაც, ნახეს ადგილები და უფლებამოსილება აქ ამოიწურა“, – აღნიშნა დირექტორმა.

კითხვაზე, რატომ გადავიდა მოზარდი „მწვანე სკოლიდან“, დირექტორმა აღნიშნა, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

„მე რამდენადაც მოვიკითხე ეს საკითხი, ფინანსური პრობლემა ჰქონდათ ოჯახში და ამიტომ გადავიდნენ“, – განაცხადა დირექტორმა.

კითხვაზე, მას თუ უცდია სკოლის ყოფილ მოსწავლესთან, ან მის ოჯახთან საუბარი, დირექტორმა განაცხადა, რომ კლასის დამრიგებელს ჰქონდა ოჯახთან კომუნიკაცია.

„ძალიან უკვირდა მშობელს, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონოდა ამ ყველაფერს, სხვა ტიპის კომუნიკაცია ჩვენ არ გვქონია. მე რამდენადაც ვიცი, მან დაკითხვაზე აღიარა, რომ თავად გააკეთა. ყოველ შემთხვევაში მასალებშიც, რომელსაც ალბათ, გამოძიება თუ გაასაჯაროებს, არის ნამდვილად ეს ბავშვი. სწორად გამიგეთ ახლა, მე ვერ დავიბარებდი მას და ვერ გავურჩევდი საქმეს, რატომ გააკეთა. ჯერ ერთი არ არის ჩემი მოსწავლე, მეორეც, მე ვერ მოვთხოვდი პასუხს ვერც ერთი თვალსაზრისით“, – განაცხადა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

წყარო: საქართველოს პირველი არხი.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი