უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მაისი, 2019 12:15
font-size

რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი - სალომე ზურაბიშვილი

მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, – „რას ეტყოდით ბატონ პუტინს“, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საინტერესო ის არის, მას რას ეტყოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

„რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან გაყინული კონფლიქტების შესახებ ჰკითხა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არა გაყინული კონფლიქტები, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებია.

„ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. გაყინული კონფლიქტები ეს ადრე იყო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა. ეს მთავარი პრობლემაა ყოველდღე, ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ჩვენს მხარეს ცხოვრობს, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფება, ასევე სამასი ათასი ლტოლვილისთვის, რომლებიც ჩვენ გვყავს და ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს ყოველდღიური შეხება პრობლემასთან, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაყვანა და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დააბრუნებენ ამ ადამიანს; საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც საკმაოდ სტრესულია და ყოველდღიური სხვადასხვა სახის პროვოკაციები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ხელს არ უშლის საქართველოს ევროკავშირზე ორიენტაციას.

„ეს არ ცვლის ჩვენს მიმართულებას. თუ ეს იყო რუსეთი მიზანი და ალბათ იყო, რუსეთს იმედი გაუცრუვდა. ჩვენ შესაძლოა, უფრო მეტად მოტივირებული ვართ, რადგან ვიცით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნებისმიერი სხვა პერსპექტივა ან ალტერნატივა. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი ევროპის. ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ხელს არ უშლის ევროპულ მომავალს. შეხედეთ გერმანიას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მისცა. ინტერვიუს ქართულ თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - სამადაშვილი

25 ივნისი, 2019 , 12:35

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი. „დღევანდელი სხდომის პირველი საკითხი უ

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

25 ივნისი, 2019 , 12:24

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მამუკა მდინარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება - ლევან იზორია

25 ივნისი, 2019 , 11:55

იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრებს მართავს. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ე

გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

25 ივნისი, 2019 , 00:11

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. „საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები, ავაფეთქებთ მისსავე ნაღმებზე - დავით ბერძენიშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:38

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება: „რესპუბლიკელთა პოზიცია ამ ე

ნულპროცენტიანი ბარიერით არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ თაღლითური გზებით თანამდებობის შენარჩუნების გზა - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:00

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხანგრძლივოს და ნულოვანი ბარიერიც სწორედ ამას უკავშირდება. ირაკლი ოქრუაშვილი