უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 დეკემბერი, 2018 14:45
font-size

რასაც `ნაციონალური მოძრაობა` მიმართავს, ეს არის უკიდურესად არადემოკრატიული - სოფო კილაძე

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გუშინ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის ქმედებები იყო არადემოკრატიული.

დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან იყო სერიოზული პროვოკაციები.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, შეიცავდა სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, ამაზე უნდა ჰქონდეს რეაგირება სახელმწიფოს. არ არის ინდულგენცია რომელიმე პარტიის წევრობა, ან დეპუტატობა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა მოეთხოვოს პასუხი. პოლიტიკური პარტიის წევრობა, "წამებულის მანტია" არ უნდა იყოს ინდულგენციის საგანი. რასაც "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს, ეს არის უკიდურესად არადემოკრატიული. სიტყვის თავისუფლება, შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, მაგრამ გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო სერიოზული პროვოკაციები",- განაცხადა კილაძემ.

გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნასა და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია იმართებოდა. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

პოლიციასა და მომიტინგეთა შორის რამდენჯერმა მოხდა შეტაკება. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა და პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს, ასევე მომიტინგეთა ნაწილმა სამარტალდამცველთა ავტობუსს ქვები დაუშინა.

ინაუგურაციის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თბილისში პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს.

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართვ

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტო, 2019 , 10:29

კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, ს

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს