უკან

ეკონომიკა

17 ოქტომბერი, 2017 12:05
font-size

რაში სჭირდებოდა მას პროგრესბანკი - თიბისი ბანკის კლიენტები, აქციონერები, ასევე მთელი საზოგადოება, ველით პასუხს - რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში თიბისი ბანკის მიერ პროგრესბანკის შეძენის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

„თიბისი ბანკი არის წარმოდგენილი ლონდონის ბირჟაზე და მის თითოეულ ნაბიჯს უყურებს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ინვესტორი. ამიტომ სამწუხაროა, რომ დღემდე საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი: რატომ იყიდა მან ივანიშვილ-კალაძე-გავრილოვის საკუთრებაში არსებული პროგრესბანკი.

ახლახან ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ამ ბანკის ლიკვიდაციის პროცესი. ისიც კი გაურკვეველია, ბანკი იყიდა თუ მისი ცალკეული აქტივები( ანუ კარგი სესხები გადმოიბარა და ცუდი ბანკს დაუტოვა). თუ ასეა, რითი იყო ეს გამოწვეული, რა მიმზიდველობა ჰქონდა ამ აქტივებს?

არანაკლებ უცნაურია, ეს ოპერაცია ( პროგრესბანკის გაუქმება) რატომ არ განხორციელდა ქართუბანკის მიერ, როცა ორივე ბანკში მესაკუთრე ერთი და იგივე პიროვნება იყო.

მიუხედავად მრავალი კითხვისა, ტბს ბანკი დუმს.

ვერც ტბს ბანკის ხელმძღვანელობა და ვერც ეროვნული ბანკი გაექცევა ამ კითხვაზე პასუხს.

საკითხი მნიშვნელოვანი იმიტომაც გახდა, რომ პროგრესბანკის 78 პროცენტის წილის მესაკუთრე, ვინმე ილია გავრილოვი, რომელიც პანამური კომპანიის სახით მონაწილეობდა ბანკის კაპიტალში, აღმოჩნდა მრავალ დანაშაულში, მათ შორის შავი ფულის გათეთრებაში მხილებული პიროვნება.

ჩვენ, როგორც ტბს ბანკის კლიენტები, აქციონერები, ასევე მთელი საზოგადოება, ველით პასუხს: რაში სჭირდებოდა მას პროგრესბანკი და ხომ არ იყო ეს ხელისუფლების ( ქვეყნის არაფორმალური მმართველის) მხრიდან ზეწოლის ან მასთან გარიგების შედეგი”, - წერს გოცირიძე.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი