უკან
პოლიტიკა
21 დეკემბერი, 2018 16:50
რატომ აფარებთ ხელს მკვლელს ხორავას ქუჩის საქმეზე? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენ თავად ხართ დანაშაულის დაფარვის თანამონაწილე?! - თინა ბოკუჩავა გიორგი გახარიას
„ბატონო გიორგი, რატომ აფარებთ ხელს მკვლელსა და ადამიანებს, ვინც თვითონ აფარებდა ხელს დამნაშავეებს ხორავას ქუჩის საქმეზე? “, -ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ შს მინისტრ გიორგი გახარიას.
„წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სადისტურად მოკლეს დათუნა სარალიძე. თქვენ ამ დრომდე ეუბნებით სარალიძის ოჯახსა და საზოგადოებას, რომ არ არსებობს მკვლელი. როდემდე აპირებთ ამის გაჭიანურებას და რატომ აფარებთ ხელს მკვლელსა და ადამიანებს, ვინც თვითონ აფარებდა ხელს დამნაშავეებს?! იმიტომ ხომ არა, რომ თქვენ თავად ხართ დანაშაულის დაფარვის თანამონაწილე?!“, - იკითხა ბოკუჩავამ.