უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ივნისი, 2023 16:58
font-size

„რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?!“ – გიორგი გახარიას გუნდი კახა კალაძეს საკრებულოში იბარებს

პარტია „საქართველოსთვის“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თბილისის საკრებულოში გიორგი შარაშიძემ, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის დაბარების საკითხი დააყენა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს რუსულ კომპანია „კამაზთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, მერმა კი უპასუხოს კითხვებს, თუ რატომ გაუფორმა მერიამ სანქცირებულ კომპანია „კამაზს” ხელშეკრულება და რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?!

„როდესაც თბილისის მერი გამოდის და რიტორიკულ კითხვას სვამს, როდის გამიკეთებია ანტიდასავლური განცხადებაო, მინდა ვუთხრა მას, რომ ასეთი განცხადებების მთელი დასტა არსებობს. ყველას კარგად ახსოვს ეს განცხადებები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მის მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებზე ბევრად დამაზიანებელი მისი ქმედებაა, როცა რუსულ სანქცირებულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. კომპანია „კამაზი“ სანქცირებულია არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, შვეიცარიის, ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და თავად უკრაინის მიერ,“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მწვავე, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დამაზიანებელი საკითხი, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიულ ამოცანასთან და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 17:53

ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტ

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:21

თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკ

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 15:51

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიი

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

21 სექტემბერი, 2023 , 17:07

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამ

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი, 2023 , 15:02

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, პრეზიდენტმა კანდიდატებს კანდიდატურების გაწვევაც სთხოვა, თუმცა ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეეხება, - ამის შე

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის - თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი, 2023 , 14:45

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრ