არქივი
საზოგადოება


რატომ არ იცავთ გარდაცვლილ ბავშვს ცილისწამებისგან? - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მოკლული დავით სარალიძე სკოლაში მოსწავლეებს ჩაგრავდა.
,,მოთმინებით ველოდი განათლების სამინისტროს, სკოლის ადმინისტრაციის, დათო სარალიძის პედაგოგების პოზიციებს მომხდართან დაკავშირებით. მაინტერესებს, სკოლამ შეისწავლა ბულინგი, რომელსაც 2 არასრულსწლოვნის მსხვერპლი მოჰყვა? ვინ აიღო პასუხისმგებლობა ამაზე? რა შეცვალეთ ამ და სხვა სკოლებში ამ ყველაფრის შემდეგ? რატომ არ იცავთ გარდაცვლილ ბავშვს ცილისწამებისგან?“ - წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საკითხზე დღეს განცხადება გააკეთა დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
„სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩემი შვილი მოძალადე იყო, ვიღაც-ვიღაცებს თავს საპირფარეშოში აყოფინებდა, მოძალადე ყოფილა. 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყონებლივ გამოააშკარაოს ჩემი შვილის ვინაობა. თუ მოძალადე იყო, ესეც თქვან. არავინ არაფერი დამალოს“, –განაცხადა სარალიძემ.
მოკლული მოზარდის მამის მიმართვას უპასუხა 51-ე სკოლის დირექტორმა.
,,დავით სარალიძე თავაზიანი, წესიერი ადამიანი იყო და მთელ სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ ის იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს“, - აღნიშნა მანანა თურქაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
4 მარტი, 2021 , 17:15

N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა – პენიტენციური სამსახური
4 მარტი, 2021 , 16:49

„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქცია მიმდინარეობს
4 მარტი, 2021 , 16:00

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა “ოცნებას” 2012 წლიდან 410 000 ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
4 მარტი, 2021 , 14:50

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
4 მარტი, 2021 , 14:50

პროექტია:ქვეყანა თმობს არა უბრალოდ უდიდეს ტერიტორიას, არამედ სტრატეგიულ ხეობას - თემურ შაშიაშვილი
4 მარტი, 2021 , 14:50