უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 ოქტომბერი, 2019 15:55
font-size

რატომ ათქმევინეს ზარქუას პარლამენტის წევრობაზე უარი

ზარქუამაც კი უარი თქვა ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეობაზე, თუმცა არა იმიტომ, რომ პარლამენტარობა არ სურს, - ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა და ისნის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა.

"ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულმა ოცნებამ“ თვითგანახლების პროცესი დაიწყო, მაგრამ რამდენად დროულია ეს და ვისით ჩაანაცვლებს, ეს მეორე საკითხია. რადგან იმდენად ბევრნი არიან ეს „კოლექტიური ზარდიაშვილები“, რომ „ოცნება“ მაშინ პრაქტიკულად უსისხლოდ უნდა დარჩეს.
მითუმეტეს, რომ ქართული ოცნება“ დღეს გარკვეული ჯგუფებით, თუ დაჯგუფებებითაა დაკომპლექტებული.

ამასთან, ფაქტია ისიც, რომ ზარქუამაც კი უარი თქვა ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეობაზე, თუმცა არა იმიტომ, რომ პარლამენტარობა არ სურს.

საქმე იმაშია, რომ აუდიტის სამსახურმა, რომელიც საკმაოდ კარგად, ინტენსიურად და ეფექტურად მუშაობს, ბოლო პერიოდში 33 დასკვნა დადო, მაგრამ არცერთ მათგანზე პროკურატურის მიერ საქმის გამოძიება არ დაწყებულა.

აუდიტის დასკვნებს შორისაა საქმე, რომელიც ენერგეტიკის სფეროს ეხება. უფრო კონკრეტულად საუბარია ელექტროსისტემაში 72 მილიონიან ზარალზე, კორუფციაზე, ასტრალურ პრემიებზე, უმართავ ხარჯებზე...

დასკვნა დაიდო 4 ოქტომბერს და პროკურატურამ გამოძიებაც პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო.
ზარქუა კი , სწორედ იმ გუნდის, ანუ კალაძის გუნდის, წევრია, რომელსაც დღეს პრობლემა წაუყენეს.
აი ამიტომ ათქმევინეს ზარქუას პარლამენტის წევრობაზე უარი, თორემ ის კომიტეტის სხდომებსაც კი დიდი ენთუზიაზმით ესწრებოდა", - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ის არ აპირებს საკრებულოს დატოვებას და პარლამენტში დეპუტატად მუშაობის გაგრძელებას.

ვანო ზარდიაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით კი ის ირაკლი ზარქუას უნდა ჩაენაცვლებინა. ზარქუას შემდეგ სიაში თემურ გოცირიძეა.

საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია - არჩილ მესტვირიშვილი

16 ოქტომბერი, 2019 , 22:00

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პასუხობს. არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, „

ისე მოუშვეს ქამრები, რომ უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა მთავრობას - რომან გოცირიძე

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

„ქამრების მოჭერის“ ნაცვლად, ისე მოუშვეს ქამრები, რომ უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა მთავრობას, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებების

ამ ადამიანებს უნდათ, რომ მაქსიმალურად ცნობადები გახდნენ ჩემი სახელის ხსენებით - მარიამ კუბლაშვილი

16 ოქტომბერი, 2019 , 16:45

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წევრ ვასილ მამულაშვილს ეხმაურება, რომელმაც კუბლაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არაეთიკური უწოდა. „ძალიან არასერიოზულია ეგ განცხადება და მიმართულია საკუთარი პიარის

კახა კალაძე მამუკა ხაზარაძეზე: გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას

16 ოქტომბერი, 2019 , 15:10

“ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის

ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია - რომან გოცირიძე

15 ოქტომბერი, 2019 , 18:06

ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება, პროექტი არ განხორციელდება. „ამის შეს

კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ მჯეროდა - ეკა ბესელია

15 ოქტომბერი, 2019 , 17:56

„კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ მჯეროდა. მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც შეცდომაში შეიყვანა და ზურაბიშვილისთვის გამარჯვება მიალოცინა, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდე