უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2018 13:10
font-size

რატომ ძვირდება სიგარეტი, რატომ ძვირდება პროდუქტი? სწორედ იმიტომ, რომ არის კორუფცია და ხელისუფლება შოულობს ფულს - დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ამბავი არ იქნება გამოძიებული მოქმედი მთავრობის პირობებში.

მან ასევე სამი წინაპირობა დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს ხელისუფლების ზეწოლას ბიზნესზე.

„ჯერ გამოძიებას მუშაობა არ დაუსრულებია და არ დაასრულებს ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი გონება, საკუთარი ლოგიკა და მოდით, მივყვეთ გონებასა და ლოგიკას და მე გეტყვით სამ არგუმენტს, რატომაა ჩემთვის სარწმუნო ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით.

პირველი - საქართველოში არსებული ზოგადი გარემო. ის, რომ საქართველოში არსებობს ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, ეს ყველამ ვიცით. ის, რომ საქართველოში ოთარ ფარცხალაძეს ჩაბარებული აქვს პროკურატურა და ბიზნესების ე.წ. „დალაგების“ თემა, ეს ყველამ ვიცით. ის, რომ საქართველოს მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში არსებობს კორუფცია, ზედიზედ წამოვიდა რამდენიმე ფაქტი, რომლებმაც ყველა დაგვანახა და დაგვარწმუნა ამაში. ამიტომ პირველი - გარემო, რომელიც არსებობს საქრთველოში, ლოგიკურად ეთანხმება იმას, რომ ის, რასაც „ომეგასთან“ დაკავშირებით ვისმენთ, არის სიმართლე.

მეორე - ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე. ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება, თუკი ის მთლიანად არ იქნებოდა ჩართული ამ კორუფციულ სქემაში, საკუთარ მთავარ პრიორიტეტად გახდიდა არა ამ ჩანაწერების გაბაიბურებას, არა იმაზე საუბარს, რომ ის მიჭრილია და ავთენტური არაა და ა.შ., არამედ დამნაშავეების დასჯას. თუ ვინმე მოქმედებდა და გაბედა ხელისუფლების სახელით და ამ ყველაფერს აკეთებდა, ხელისუფლების ბუნებრივი ინსტინქტი ექნებოდა, ამ ადამიანის დაჭერა, დასჯა და თქმა, რომ ჩვენ დაიჭირეთ დამნაშავე, რომელიც ჩვენი სახელით რაღაც ცუდს აკეთებდა. რამე ასეთი მოგისმენიათ ხელისუფლებისგან? მათი მთელი რეაქცია გახლავთ ამ ამბის მინიმუმზე დაწევა, მაქსიმალურად გაბაიბურება და საუბარი, რომ ეს ყველაფერი არის სერიალი და ტყუილი. მეორე, რაც მე მიმყარებს რწმენას, გახლავთ ხელისუფლების რეაქცია.

მესამე, მოდით, გავიხსენოთ უკვე მომხდარი ფაქტი, ერთი წლის წინანდელი ფაქტი, როდესაც საქართველოში „ფილიპ მორისის“ წარმომადგენლობა, სიგარეტის სადისტრიბუციო წარმომადგენლობა დააჯარიმეს 80 მილიონით და ის, რასაც ვისმენთ ამ ჩანაწერში, როგორ უნდა გაეყვანათ „ფილიპ მორისი“, რგოორ გადაცემოდა სიგარეტის დისტრიბუცია „ომეგას“ და ამის შემდეგ როგორ უნდა წასულიყო ყველა სიგარეტის კოლოფიდან ორ-ნახევარი თეთრი ოცნების პარტიულ ხაზინაში. ამის განხორციელება საქართველოში დაიწყო, დაიწყო „ფილიპ მორისის“ 80 მილიონით დაჯარიმებით, სასამართლო პროცესით „ფილიპ მორისის“ წინააღმდეგ და ამას შემდეგ მოჰყვა ამერიკული მხარის ძალიან მწვავე რეაქცია, რომელმაც დაიცვა „ფილიპ მორისი“. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ელჩმა მაშინ გააკეთა საჯარო განცხადება ამასთან დაკავშირებით, ამაზე იყო რეაქცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც და კონგრესიდან და ხელისუფლებას მოუწია, უკან დახევა და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ის 80-მილიონიანი ჯარიმა „ფილიპ მორისს“ გაუუქმა. ანუ, რაზეც იყო საუბარი ამ ჩანაწერში, ამისი ნაწილი უკვე მოხდა რეალურ ცხოვრებაში, ამიტომ ყველაფერი ეს ერთად აღებული, რა თქმა უნდა, ადასტურებს იმას და ქმნის აბსოლუტურად ლოგიკურ და საფუძვლიან ეჭვს, რომ რასაც ვისმენთ, ესაა სიმართლე და ესაა ტრაგიკული სიმართლე, იმიტომ რომ დღეს ქვეყანა იმართება არაფორმალურად, მაფიოზური პრინციპით, რომ ქვეყანაში, მთელ სახელისუფლებო ვერტიკალში არის გამჯდარი კორუფცია, რომ მიდის ფულებისა და წილების გადანაწილება. და ვის აზიანებს ეს ყველაფერი? ეს აზიანებს ხალხს. რატომ ძვირდება სიგარეტი, რატომ ძვირდება პროდუქტი? სწორედ იმიტომ, რომ არის კორუფცია და ხელისუფლება შოულობს ფულს. რას ერჩოდნენ მეხორბლეებს, რომლებსაც ხორბალი და ფქვილი შემოჰქონდათ საქართველოში, რატომ ართმევენ ბიზნესს და რატომ გვიძვირებენ პურს? სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება შოულობს ფულს. ხალხს ურტყამს ეს ყველაფერი, ხალხზე აისახება და რა თქმა უნდა, ხალხს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს პასუხი.

მეორე პრობლემა გახლავთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ეს საქმე მოიცავს მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს, ნულოვანი შანსია, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში იქნება გამოძიებული, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ძალიან სწრაფად მოხდება, ჩვენ ამ საქმის გამოძიებას ვთხოვთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოს. საუბარი მაქვს ამერიკული ფედერალური გამოძიების ბიუროზე და ამის პრეცედენტები არსებობს, რომ ფედერალური გამოძიების ბიუროს აქ საქმეები გამოუძიებია სწორედ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, გამოძიებული იყოს საქმეები და დასჯილი იყოს ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგისაც. მეორე მხრივ, ჩვენი განაცხადია ასევე, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ იქნება პოლიტიკური შურისძიება, არ იქნება ანგარიშსწორება და ამერიკული ბიუროს მხრიდან ამ საქმის გამოძიება იქნება სწორედ იმის გარანტი, რომ დაისჯებიან დამნაშავეები ყოველგვარი პოლიტიკური შურისძიების გარეშე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ის კატეგორიის საქმეა, რომლის გამოძიებაში დღევანდელ პროკურატურას ნულოვანი ნდობა გააჩნია, მაგრამ რომელიც იქნება გამოძიებული ხელსუფლების შეცვლის შემდეგ“, - განაცხადა ბაქრაძემ გადაცემაში „არჩევანი“.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, არის არასწორი - ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი, 2020 , 15:30

“ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი, ” - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრებ

საუბარი იყო კონსტრუქციული - ელიზაბეთ რუდი

27 თებერვალი, 2020 , 14:55

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, დიპლომატების ორგანიზებით ხელისუფლებას

ხელისუფლების ახალ საარჩევნო წინადადება - 110 პროპორციული, 40 მაჟორიტარული

27 თებერვალი, 2020 , 14:14

ხელისუფლებამ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 - მაჟორიტარულით.  ინფორმაცია მედიას „ახალი საქართველოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

26 თებერვალი, 2020 , 16:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული

ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

26 თებერვალი, 2020 , 16:30

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბ

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

26 თებერვალი, 2020 , 16:20

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი თ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`