საზოგადოება


რატომ ეთქვა უარი თემირლან მაჩალიკაშვილს ავსტრიაში მკურნალობაზე? - ავსტრიული მედია მიზეზებზე საუბრობს
ავსტრიულმა გამოცემამ Kronen Zeitung-მა გაასაჯაროვა მიზეზები, რატომ ეთქვა უარი ავსტრიაში მკურნალობაზე თემირლან მაჩალიკაშვილს.
Kronen Zeitung-ის ცნობით, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამონისტრომ უსაფრთხოების მიზნით „ისლამური სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში ბრალდებული პაციენტის ქვეყანაში დაშვებაზე უარი თქვა, ხოლო დაგეგმილი თბილისი-ვენის რეისი სწორედ უწყების ხელმძღვანელმა ჰერბერტ კიკლმა გააუქმა.
როგორც მინისტრმა გამოცემას განუმარტა, ქვეყანა პოტენციურ ტერორისტებს არ უშვებს და ეს მკურნალობასაც ეხება.
„დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა, ვინაიდან ვენაში მის მკურნალობას, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, პოტენციურ ტერორისტებს ქვეყანაში ვერ შემოვუშვებთ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ავსტრიაში არ ვუშვებთ, ეს სამედიცინო მკურნალობასაც ეხება“, - განაცხადა ჰერბერტ კიკლმა.
Kronen Zeitung-მა დაწერა, რომ 19 წლის თემირლანი დაკავშირებული იყო ჩეჩენ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან, რომელიც ეჭვმიტანილი იყო 2016 წელს სტამბოლის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაში. თვითონ ჩატაევი ვენაში 8 წლის განმავლობაში (2003-2011 წ.წ.-ში) ცხოვრობდა. გამოცემის ინფრომაციით, მან ავსტრიაში ცხოვრების პერიოდში სოციალური დახმარების სახით 80 000 ევრო მიიღო.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. ის თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. განიხილებოდა მისი გადაყვანა უცხოეთის რომელიმე კლინიკაში და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ავსტრიულ კლინიკასთანაც.
მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი გაიმართა
7 დეკემბერი, 2019 , 13:20
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა
7 დეკემბერი, 2019 , 11:15
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
7 დეკემბერი, 2019 , 11:10

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა
6 დეკემბერი, 2019 , 18:38
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
6 დეკემბერი, 2019 , 17:30
პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
6 დეკემბერი, 2019 , 17:05