უახლესი ამბები
- 18.01.2021 23:20რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
- 18.01.2021 21:40„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
- 18.01.2021 21:32საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
- 18.01.2021 20:59ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
არქივი
პოლიტიკა


რატომ გადავწყვიტე დეპუტატობა? - თემურ შაშიაშვილი
„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება ქუთაისის მოჟორიტარად კენჭისყრის შესახებ. დღეს ის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს.
„ რატომ გადავწყვიტე დეპუტატობა?
- რადგან ვიცი ერთი და მთავარი, როცა საქმისთვის ხარ მომართული, არ გცალია ვინმეს წინააღმდეგ საბრძოლველად , რომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერი შეუძლიათ...
რომ ღმერთი ჩვენთან არის, არა სხვის, არა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, საკუთარ თავთან ბრძოლაში, მაშინ როცა ერთად ვართ საქართველოსთვის, ერთად ვიცავთ სახელმწიფოებრივ ინტერესს, ტრადიციულს, კაცობრიობის მიერ დამკვიდრებულ ღირებულებებს, როცააზროვნებ ეროვნულად, გესმის ზოგადკაცობრიული და ერთად ვართ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში!
- რადგან ვიცი, რომ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობის გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი.. რომ ჩვენი ერთობა მყარი მხოლოდ მაშინ არის, როცა პოლიტიკოსებს, ხელისუფლებას გაცნობიერებული გვაქვს ბიბლიური სიბრძნე: "მთავარში-ერთობა, სადაოში-თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში-სიყვარული!"
- რადგან შევძელი საკუთარ თავში სიძულვილის დამარცხება, გავაცნობიერე, რომ ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები და მაქვს ძალა პოლიტიკაში პიროვნულ ერთგულებაზე, პარტიულ ინტერესზმე მაღლა დავაყენო ქვეყნისა და ხალხისადმი ერთგულება!
- რადგან ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე რომ ასეთი საქართველოსთვის არ მოვაწერეთ ხელი დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომ ასეთი საქართველოსთვის არ შეუწირავს სიცოცხლე უამრავ ადამიანს, რომ ასეთ საქართველოსთვის არ დადო თავი ,ჟიული შარტავამ ,რომლის მხარდაჭერითაც მოვედი დიდ ქართულ პოლიტიკაში!
ასეთია ჩემი განწყობა და სწორედ ამიტომ მივდივარ პარლამენტში! მივდივარ ძლიერი ქუთაისის და მომავლის საქართველოს მეცნიერული პროგრამებით!“ - ნათქვამია თემურ შაშიაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ მიმართვაში.

საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
18 იანვარი, 2021 , 21:32

ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
18 იანვარი, 2021 , 20:59

ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე - სერგო ჩიხლაძე
18 იანვარი, 2021 , 17:15

ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
18 იანვარი, 2021 , 16:10

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
18 იანვარი, 2021 , 15:20

ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიმაჩნია, ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განვიხილოთ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 14:15